https://sputnik-georgia.com/20220728/rogor-icavs-saqartvelos-erovnuli-banki-momxmarebelta-uflebebs-268948205.html
როგორ იცავს საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებებს
როგორ იცავს საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებებს
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ეთიკის კოდექსი საფინანსო ორგანიზაციებს საქმიანი ურთიერთობების კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის... 28.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-28T10:18+0400
2022-07-28T10:18+0400
2022-07-28T14:19+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/35/248403529_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_97346db7730752f25da32772b8d8fa20.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბანკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის, შემოწმებული ფინანსური ანგარიშის მიმოხილვას.ასეთ ნაბიჯებს შორის მან დაასახელა არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რაც, თავის მხრივ, მოიცავდა სექტორთან კონსულტაციებს და სამუშაო შეხვედრებს.კერძოდ, შემუშავდა საფინანსო ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და საფინანსო ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები.ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის დონის ამაღლებას აგრძელებს>>„კოდექსი საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვას, ხოლო წესის ცვლილებები საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების, მათ შორის, მოთხოვნამდე დეპოზიტებისა და ოვერდრაფტების მეტ გამჭვირვალობას და, შედეგად, მომხმარებელთა მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.გარდა ამისა, მიმდინარეობს დადგენილი მოთხოვნების მუდმივი კონტროლი. ასევე ჩატარდა ტრენინგები მოქმედი მოსამართლეებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/35/248403529_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_fe5f30534d7f034a114fba1d264782d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
როგორ იცავს საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებებს
10:18 28.07.2022 (განახლებულია: 14:19 28.07.2022) ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ეთიკის კოდექსი საფინანსო ორგანიზაციებს საქმიანი ურთიერთობების კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე აგებისკენ უბიძგებს, განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბანკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის, შემოწმებული ფინანსური ანგარიშის მიმოხილვას.
„ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო რეგულატორი, ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი, მოქალაქე, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს. აღნიშნული მიმართულებით, როგორც წინა წლებში, 2021 წელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, – განუცხადა გვენეტაძემ დეპუტატებს.
ასეთ ნაბიჯებს შორის მან დაასახელა არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რაც, თავის მხრივ, მოიცავდა სექტორთან კონსულტაციებს და სამუშაო შეხვედრებს.
კერძოდ, შემუშავდა საფინანსო ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და საფინანსო ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები.
„კოდექსი საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვას, ხოლო წესის ცვლილებები საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების, მათ შორის, მოთხოვნამდე დეპოზიტებისა და ოვერდრაფტების მეტ გამჭვირვალობას და, შედეგად, მომხმარებელთა მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
გარდა ამისა, მიმდინარეობს დადგენილი მოთხოვნების მუდმივი კონტროლი. ასევე ჩატარდა ტრენინგები მოქმედი მოსამართლეებისთვის.