დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 აგვისტო

CC BY 2.0 / Giuseppe Milo / The Northern Lightsჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 8 აგვისტოა, ორშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მთვარემფარველობს.
შეცდომების დაშვების დიდი რისკია. ადამიანები იმოქმედებენ აქტიურად და ამავე დროს, დაუფიქრებლად. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ყევლაფერს აკონტროლებთ, სჯობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მაინც გადადოთ. დღეს ძალზე ადვილია, სასურველი რეალობად მიიღოთ. ზოგადად, არ ღირს საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა, ძვირად ღირებული რამის ყიდვა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 აგვისტო>>
ვერძი: შესანიშნავი შანსი გაქვთ, შინაგანი სამყარო გაამდიდროთ და მასში მრავალფეროვნება შეიტანოთ. თავისუფალი დროსაინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებს დაუთმეთ. ეს ძალზე სასარგებლო იქნება, რადგან აქტიური მოქმედებების განწყობა არ გაქვთ. საქმეები თქვენში აპათიას გააჩენს. და ასეთ დროს საუკეთესო საშუალება საინტერესო ადამიანებთან საუბრებია.
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
კურო: დღეს მოსალოდნელია, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი მწვავედ მოგეძალოთ. ფიქრები და საქმეები უიმედო ვერდიქტს დაუბრუნდება: „სხვანაირად უნდა გამეკეთებინა“ ან „თვითონ ვარ დამნაშავე“. ეცადეთ, ძალიან არ გაგიტაცოთ ამგვარმა თვითგვემამ. საკმარისია მხოლოდ დასკვნების გამოტანა სამომავლოდ, რათა ამ თემას უკვე აღარ დაუბრუნდეთ.
ტყუპი: დღეს თქვენში აქტიური თეორეტიკოსი გაიღვიძებს, თუმცა, პრაქტიკოსის გაღვიძებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. რისკავთ, რომ მთელი დღე გაატაროთ მსჯელობაში, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ საქმეები. ასეთი ფიქრები მთელი დღე არ მოგცილდებათ და თან ყველა საოცრადკარგი იდეა იქნება. სამწუხაროა,მაგრამ თუნდაც რომელიმეს განხორციელებადღეს არ უწერია.
კირჩხიბი: საკმაოდ ბევრი გაუგებრობა გელოდებათ. გარშემომყოფები, თითქოს სპეციალურად, არალოგიკურად, არათანმიმდევრულად მოიქცევიან. ამ ყველაფერს გაუმკლავდებით, შესაშურთავშეკავებასგამოავლენთ. მაგრამ ეს დაძაბულობა თქვენში დარჩება და შემდეგ შეიძლება მოულოდნელად ამოხეთქოს. ამიტომ დაფიქრდით, იქნებ, არ ღირს ნეგატივის დაგროვება და უპრიანი იქნება „ორთქლის“ ნელ–ნელა გამოშვება?
პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2020
როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში
ლომი: ნებისმიერი მცდელობა გარედან, რომ თავს მოგახვიონ საქმეები, რომლებიც თქვენს მოვალეობაში არ შედის, არაფერ შედეგს არ მოიტანს. საკუთარ მოვალეობებსაც მაინცდამაინც პასუხისმგებლობით არ ეკიდებით. სამაგიეროდ, თქვენში დიდი დიპლომატის ნიჭი გაიღვიძებს. აქედანგამომდინარე, სიტუაცია ვერაფერს დაგაკლებთ. დღემშვიდად ჩაივლის. პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ.
ქალწული: შეიძლება სახლის ახლებურად მოწყობის გრანდიოზული გეგმა გაგიჩნდეთ. იდეა რაც გინდა კარგიიყოს, მისიგანხორციელებაკატეგორიულადარარეკომენდებულია. დღეს ჩანაფიქრის რეალისტურობაზე ფიქრი, სავარაუდოდ, არგამოვა და „შემოქმედებითი აღმაფრენის“ დროს შეიძლება საყრდენი კედლის გადატანაც კი მოინდომოთ და ზოგადად, მშენებლობის ყველა ნორმა დაარღვიოთ.
სასწორი: დღეს თქვენი ყველა აზრი და გეგმა უჩვეულო სიღრმითა და თვალსაჩინოებით იქნება გამორჩეული. და მნიშვნელობა არა აქვს, რომ ეს იდეები შეიძლება ვერც ვერასდროს განხორციელდეს. მაგრამ რა მოხდა? ოცნება ხანდახან სასარგებლოა. ეს დღე ბევრ ბედნიერ წუთს აჩუქებთ მას, ვინც შემოქმედებითი ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივის. და ზოგადად, დღე ყველა სასწორისთვის საკმაოდკარგი იქნება.
კაზინოში - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2019
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული
მორიელი: დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე იქნება. სინამდვილეში, უბრალოდ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ პრობლემებზე – ფინანსური იქნება თუ ურთიერთობებთან დაკავშირებული – დროებით თვალები დახუჭოთ. ხანდახან თვალის დახუჭვის ასეთი პოლიტიკა სასარგებლოა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ პრობლემები არსად ქრება და მათი გადაწყვეტა, დღეს თუ არა ხვალ მაინცმოგიწევთ.
მშვილდოსანი: თქვენში ურთიერთსაწინააღმდეგოგრძნობები დაუპირისპირდება ერთმანეთს. ერთი მხრივ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იყოთ თავშეკავებული და მეორე მხრივ, ნაკლებსავარაუდოა, ეს გამოგივიდეთ. თუ არ გინდათ, რომ თქვენმა ემოციებმა ერთიანად ამოხეთქოს, არ ღირს მათი მიჩქმალვა. აჯობებს, თუ ადამიანს პირდაპირ, მაშინვე ეტყვით სათქმელს, ვიდრე სიტუაციის გამოსწორებასა და „კვალის დაფარვას“ შეეცდებით.
თხის რქა: გექნებათგანწყობა, რომ დინებას გაჰყვეთ და არანაირი ყურადღება არ მიაქციოთ პრობლემებსა და გაუგებრობებს. განზე დგომის სურვილი შეიძლება გაჩნდეს იმ საქმეებიდანაც, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება იყოთ საღამომდე და შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ პრობლემები თავისით არ გადაჭრილა და არსად გამქრალა და ისინი მაინც თქვენი გადასაწყვეტია.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2019
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: დღეს გაგიჭირდებათ ემოციებისა და სურვილების შეკავება. თავის ქვიშაში ჩარგვა და საკუთარი მისწრაფებების დამალვა არ გამოვა – გრძნობები დაჟინებით შეგახსენებთ თავს და გარეთ გამოსვლას შეეცდება. ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება ექსპერტებმა გირჩიონ, ესაა იპოვოთ საკუთარი გრძნობებისთვის რამე უსაფრთხო „მეხამრიდი“, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება „აფეთქდეთ“.
თევზები: დღეს თქვენში ერთმანეთს საოცრად შეეხამება რომანტიკულობა და პრაქტიკულობა, ანგარიშიანობა. როგორც არ უნდა დაცურავდეთ ღრუბლებში, თქვენი ტვინის სადღაც სიღრმეში ყურადღებიანი „ბუღალტერი“ იჯდება დიდი „საკანცელარიო საანგარიშოთი“. და ეს „ბუღალტერი“ არ მოგცემთ უფლებას, ოცნებებს აყოლილებმა რამე დიდი სისულელე ჩაიდინოთ.
ყველა ახალი ამბავი
0