მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასავლეთი შეშფოთებულია თურქეთისა და რუსეთის თანამშრომლობით

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის დროშა
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
თურქეთი არ უნდა მოექცეს დასავლეთის მეორადი სანქციების ქვეშ რუსეთის გამო, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია, თვლის პესკოვი.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებული არიან რუსეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით, იუწყება გაზეთი Financial Times.
ევროკავშირის ჩინოვნიკმა, რომლის სახელიც არ ხმაურდება, განაცხადა, რომ ევროკავშირში „სულ უფრო მეტი ყურადღებით“ ადევნებენ თვალს თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობას. გაზეთის კიდევ ერთი რესპონდენტი თურქეთის ქცევას რუსეთის მიმართ „უკიდურესად ოპორტუნისტულს“ უწოდებს. „ვცდილობთ ვაიძულოთ თურქები, ყურადღება მიაქციონ ჩვენ შეშფოთებას“, – განაცხადა გამოცემის წყარომ.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, ვაშინგტონს არაერთხელ უთქვამს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან, „მეორადი სანქციების“ ქვეშ მოექცევიან. ევროკავშირი ამ მხრივ უფრო თავშეკავებულია, აღნიშნულია პუბლიკაციაში.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ თურქეთი არ უნდა მოექცეს დასავლეთის მეორადი სანქციების ქვეშ რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გამო, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია.

„არა, ეს არ შეიძლება და არ უნდა იყოს საბაბი რაიმე მეორადი სანქციებისთვის. თუმცა შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, ბრიუსელი გააგრძელებენ უპრეცედენტო ზეწოლის პოლიტიკას ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც არ მოისურვებს მათ დინებას გაჰყვეს“, – აღნიშნა პესკოვმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს ზელენსკისთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა >>
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და რეჯებ თაიიფ ერდოღანის მოლაპარაკების შემდეგ 5 აგვისტოს სოჭში გაკეთდა განცხადება ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაფართოების შესახებ ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0