მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს ზელენსკისთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და მისი რუსი კოლეგას ვლადიმირ პუტინი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და მისი რუსი კოლეგას ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2022
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრობლემა მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადაიჭრება
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა, ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა თავად განაცხადა.
რუსეთის და თურქეთის ლიდერების მოლაპარაკებები პარასკევს სოჭში გაიმართა.
„მიუხედავად ადგილებზე არსებული სირთულეებისა, მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინის კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარდება. მე კიდევ ერთხელ შევახსენე ბატონ პუტინს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მისი შეხვედრა ბატონ ზელენსკისთან", - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ.
მისი თქმით, თურქული მხარე გააგრძელებს დიალოგის განვითარებას მეზობელ რუსეთთან ყველა სფეროში, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის" და უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ არის რუსეთის გეგმის ნაწილი. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.
ყველა ახალი ამბავი
0