ჩინური კომპანია ქუთაისში ინდუსტრიულ ზონას აფართოებს

© photo: Sputnik / StringerHualing Plaza თბილისში
Hualing Plaza თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
კომპანია დამატებით რამდენიმე მილიონის ინვესტიციების ჩადების ვალდებულებას იღებს.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა „ჰუალინგი" (Hualing) ქუთაისში რამდენიმე ჰექტრით გაფართოვდება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინურ კომპანია Hualing-ს შორის, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საქართველოს მთავრობამ ივლისში ჩინურ კომპანია „ჰუალინგს" ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის რამდენიმე ჰექტრით გაფართოების ნებართვა მისცა. "ჰუალინგი" პროექტებს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა და უკვე ფუნქციონირებს ათამდე საწარმო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმება. კომპანია იღებს ვალდებულებას, რამდენიმე მილიონიანი დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ინვესტიციები შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ასობით მოქალაქის დასაქმებას მოხმარდება.
გაფართოების შედეგად დამატებით შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, მოკლე დროში შეძლონ სხვადასხვა საწარმოს, გადამამუშავებელი პროექტების თუ სასაწყობე მეურნეობის შექმნა "ჰუალინგი თიზის" ტერიტორიაზე.
კომპანია „ჰუალინგი“ ქუთაისში ინდუსტრიულ ზონას აფართოებს>>
კომპანია „ჰუალინგმა" ქუთაისში ინდუსტრიული ზონა 2015 წელს გახსნა.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის – მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 622,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0