კომპანია „ჰუალინგი“ ქუთაისში ინდუსტრიულ ზონას აფართოებს

© photo: SputnikHualing Plaza
Hualing Plaza - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ლევან დავითაშვილის თქმით, ინდუსტრიული ზონის გაფართოება რამდენიმე მილიონის ინვესტიციას მოიტანს და ათასობით ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ჩინურ კომპანია „ჰუალინგს“ ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის რამდენიმე ჰექტრით გაფართოების ნებართვა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
კომპანია „ჰუალინგმა“ ქუთაისში ინდუსტრიული ზონა 2015 წელს გახსნა.

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანიის წარმომადგენელთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

მინისტრის თქმით, ინდუსტრიული ზონის გაფართოება რამდენიმე მილიონის ინვესტიციას მოიტანს და ათასობით ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
„ჰუალინგი“ პროექტებს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა და უკვე ფუნქციონირებს ათამდე საწარმო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის – მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 622,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0