ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა

© courtesy of UN Studioქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 2022 წლის ივლისში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 11%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
2022 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 93.919 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ივლისში კი მათი რაოდენობა 84.728-ს შეადგენდა.
მგზავრთნაკადის გარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც. ივლისში აეროპორტში რეისების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა. აეროპორტი 330 რეისს მოემსახურა, მაშინ, როცა 2019 წლის ივლისში 267 რეისი შესრულდა.
რამდენ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები წლის დასაწყისიდან>>
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 1 აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია WizzAir-მა მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით განაახლა, ასევე არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0