https://sputnik-georgia.com/20220801/wizz-air-estonetisa-da-safrangetis-mimartulebit-frnebi-ganaaxla-269099963.html
WizzAir-მა ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა
WizzAir-მა ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა
Sputnik საქართველო
2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, კომპანია WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 255.310 მგზავრს მოემსახურა. 01.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-01T21:18+0400
2022-08-01T21:18+0400
2022-08-01T22:14+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_a00b4c85db9611c8bf1f26f09980686b.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია WizzAir-მა მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.კომპანიის ინფორმაციით, დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტალინის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ქუთაისიდან ესტონეთის დედაქალაქში 152 მგზავრი გაფრინდა.ესტონეთის დედაქალაქში პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან ჯერჯერობით კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, ქუთაისის ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტატო ლილუაშვილი, DMO IMERETI-ს ხელმძღვანელი მარიამ დევიძე და WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ჟაჟა ტრუბეკი.რამდენ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები წლის დასაწყისიდან>>თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში WizzAir-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონის, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკისა და ვროცლავის მიმართულებებით.2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, კომპანია WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 255.310 მგზავრს მოემსახურა და ის გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_237:0:2968:2048_1920x0_80_0_0_44254c94559e64241f6ac1fc64fa8eda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , საქართველოს ეკონომიკა
WizzAir-მა ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა
21:18 01.08.2022 (განახლებულია: 22:14 01.08.2022) 2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, კომპანია WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 255.310 მგზავრს მოემსახურა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია WizzAir-მა მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
კომპანიის ინფორმაციით, დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტალინის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ქუთაისიდან ესტონეთის დედაქალაქში 152 მგზავრი გაფრინდა.
ესტონეთის დედაქალაქში პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან ჯერჯერობით კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, ქუთაისის ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტატო ლილუაშვილი, DMO IMERETI-ს ხელმძღვანელი მარიამ დევიძე და WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ჟაჟა ტრუბეკი.
თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში WizzAir-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.
„მგზავრთნაკადის მატებასთან ერთად საჭირო იქნება აეროპორტში მეტი ხალხის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ავიაკომპანიისთვის, ისე აეროპორტისთვის. რაც ასევე მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის და, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად იმერეთის რეგიონისთვის“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონის, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკისა და ვროცლავის მიმართულებებით.
2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, კომპანია WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 255.310 მგზავრს მოემსახურა და ის გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.