https://sputnik-georgia.com/20220805/cineti-ass-zogiert-sakitxsi-tanamsromlobas-acerebs-269225390.html
ჩინეთი შეერთებულ შტატებთან რიგ მიმართულებებზე თანამშრომლობას აჩერებს
ჩინეთი შეერთებულ შტატებთან რიგ მიმართულებებზე თანამშრომლობას აჩერებს
Sputnik საქართველო
პეკინმა ნენსი პელოსის ტაივანზე ვიზიტის საპასუხოდ ზომების მიღება დაიწყო. 05.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-05T17:41+0400
2022-08-05T17:41+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
ჩინეთი
აშშ
ტაივანი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1c/265545375_0:349:3020:2048_1920x0_80_0_0_1b5f9e054d6b7cd19cadbed6f2f2f863.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-თან კლიმატის ცვლილებების საკითხზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის მიზეზია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანზე ჩასვლა, განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ პელოსი ვიზიტით ტაივანს მაინც ეწვია, მიუხედავად ჩინეთის მხრიდან პროტესტისა.პელოსის ვიზიტი 1997 წლის შემდეგ ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია კუნძულზე. აშშ-ის ადმინისტრაციამ, რომელიც ჩინეთმა გააფრთხილა, რომ „ცეცხლს ეთამაშება“, დაარწმუნა პეკინი, რომ არ გადაუხვევს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, მაგრამ დისტანცირებულია ვიზიტისგან. აშშ-ის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სპიკერი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.შედეგად – ვიზიტი ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ახალი კერის ბიძგი გახდა. გარდა სამხედრო წვრთნების გამოცხადებისა 4–7 აგვისტოს, პეკინმა სანქციები დააწესა ტაივანის ორი ფონდის წინააღმდეგ, შეაჩერა ბუნებრივი ქვიშის ექსპორტი კუნძულზე და ტაივანის ციტრუსებისა და თევზის ზოგიერთი სახეობის ექსპორტი.ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ქვეყანა მტკიცე და მკაცრი ზომების მიიღებას აპირებს; ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც პეკინი რამდენიმე თვე ეწინააღმდეგებოდა, პასუხისმგებლობა ვაშინგტონსა და ტაიბეის ეკისრება.
https://sputnik-georgia.com/20220805/cineti-nensi-pelosis-mimart-sanqciebs-daawesebs-269224588.html
ჩინეთი
აშშ
ტაივანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1c/265545375_289:0:3020:2048_1920x0_80_0_0_75e63adf4e22766b838179a1afec9093.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ჩინეთი, აშშ , ტაივანი, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, ჩინეთი, აშშ , ტაივანი, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი შეერთებულ შტატებთან რიგ მიმართულებებზე თანამშრომლობას აჩერებს
17:41 05.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) პეკინმა ნენსი პელოსის ტაივანზე ვიზიტის საპასუხოდ ზომების მიღება დაიწყო.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-თან კლიმატის ცვლილებების საკითხზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის მიზეზია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანზე ჩასვლა,
განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პელოსი ვიზიტით ტაივანს მაინც ეწვია, მიუხედავად ჩინეთის მხრიდან პროტესტისა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთი შეაჩერებს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან სამშობლოში არალეგალური ემიგრანტების დაბრუნების საკითხზე, სისხლის სამართლებრივი დახმარების საკითხზე, ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში, ნარკოტიკების კონტროლის სფეროში.
პელოსის ვიზიტი 1997 წლის შემდეგ ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია კუნძულზე. აშშ-ის ადმინისტრაციამ, რომელიც ჩინეთმა გააფრთხილა, რომ „ცეცხლს ეთამაშება“, დაარწმუნა პეკინი, რომ არ გადაუხვევს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, მაგრამ დისტანცირებულია ვიზიტისგან. აშშ-ის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სპიკერი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.
შედეგად – ვიზიტი ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ახალი კერის ბიძგი გახდა. გარდა სამხედრო წვრთნების გამოცხადებისა 4–7 აგვისტოს, პეკინმა სანქციები დააწესა ტაივანის ორი ფონდის წინააღმდეგ, შეაჩერა ბუნებრივი ქვიშის ექსპორტი კუნძულზე და ტაივანის ციტრუსებისა და თევზის ზოგიერთი სახეობის ექსპორტი.
ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ქვეყანა მტკიცე და მკაცრი ზომების მიიღებას აპირებს; ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც პეკინი რამდენიმე თვე ეწინააღმდეგებოდა, პასუხისმგებლობა ვაშინგტონსა და ტაიბეის ეკისრება.