მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთი ნენსი პელოსისა და მისი ნათესავების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

© AFP 2024 / Saul Loebნენსი პელოსი
ნენსი პელოსი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
პელოსი ჩინეთის შიდა პოლიტიკაში მკაცრად ჩაერია, მიიჩნევენ პეკინში.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსისა და მისი ნათესავების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, რადგანაც მან „ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას სერიოზული ზიანი მიაყენა“.
როგორც ჩინეთის საგარეო უწყების მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი ზომები მისი ტაივანში პროვოკაციური ვიზიტის შემდეგ იქნა მიღებული.

„პელოსი ტაივანს ეწვია, მიუხედავად ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და პროტესტისა. ის მკაცრად ჩაერია ჩინეთის შიდა პოლიტიკაში, სერიოზული ზიანი მიაყენა სახელმწიფო სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პელოსიმ „მძიმე დარტყმა“ მიაყენა „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და საფრთხის ქვეშ დააყენა მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში.

„ჩინეთის შესაბამის კანონმდებლობაზე დაყრდნობით ჩინურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დააწესოს პელოსისა და მისი ახლო ნათესავების მიმართ მისი პროვოკაციული ქმედებების შემდეგ“, – აღნიშნავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.

პელოსის ვიზიტი 1997 წლის შემდეგ ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია კუნძულზე. აშშ-ის ადმინისტრაციამ, რომელიც ჩინეთმა გააფრთხილა, რომ „ცეცხლს ეთამაშება“, დაარწმუნა პეკინი, რომ არ გადაუხვევს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, მაგრამ დისტანცირებულია ვიზიტისგან. აშშ-ის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სპიკერი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.
შედეგად ვიზიტი ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ახალი კერის ბიძგი გახდა. გარდა სამხედრო წვრთნების გამოცხადებისა 4–7 აგვისტოს, პეკინმა სანქციები დააწესა ტაივანის ორი ფონდის წინააღმდეგ, შეაჩერა ბუნებრივი ქვიშის ექსპორტი კუნძულზე და ტაივანის ციტრუსებისა და თევზის ზოგიერთი სახეობის ექსპორტი. ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ქვეყანა მტკიცე და მკაცრი ზომების მიიღებას აპირებს; ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც პეკინი რამდენიმე თვე ეწინააღმდეგებოდა, პასუხისმგებლობა ვაშინგტონსა და ტაიბეის ეკისრება.
ყველა ახალი ამბავი
0