https://sputnik-georgia.com/20220802/qveynis-pirvelma-pirebma-gudaursi-tragikulad-gardacvlilta-xsovnas-pativi-miages-269125561.html
ქვეყნის პირველმა პირებმა გუდაურში ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ქვეყნის პირველმა პირებმა გუდაურში ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
Sputnik საქართველო
გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. 02.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-02T14:52+0400
2022-08-02T14:52+0400
2022-08-02T20:14+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/02/269123811_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_523e0e9d0c48024fd4bceb3549481623.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები მივიდნენ.დღეს სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდის შემდეგ მფრინავებსა და მაშველებს სხვადასხვა, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მოსახლეობას მომხდარი ტრაგედია მიუსამძიმრა.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და გამძლეობა უსურვა.„დღევანდელი დღე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. დაღუპულია რვა ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაიღეს. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუსურვო დიდი გამძლეობა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმაც.„ძალიან კარგი ადამიანები, პროფესიონალი თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, გმირები დავკარგეთ, რომლებიც მუდმივად ორიენტირებული და კონცენტრირებული იყვნენ მოვალეობის შესრულებაზე. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისია", – განაცხადა მუსელიანმა.საქართველს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები დაჯილდოვდნენ მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის".ტრაგედია გუდაურის მთებშიოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ავიაკატასტროფის შედეგად რვავე მათგანი დაიღუპა.რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.ამ დროისათვის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის ასახელებენ ტექნიკურ გაუმართაობას. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20220802/patriarqi-gudaursi-darupulebze-269125106.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/02/269123811_309:166:1048:720_1920x0_80_0_0_273f2ebbf1aef9c552b0a2ff558963d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ქვეყნის პირველმა პირებმა გუდაურში ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
14:52 02.08.2022 (განახლებულია: 20:14 02.08.2022) გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები მივიდნენ.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდის შემდეგ მფრინავებსა და მაშველებს სხვადასხვა, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მოსახლეობას მომხდარი ტრაგედია მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ეს არის ჩვენი ტრაგედია, როდესაც საჯარო მოხელე ეწირება სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ამას საზოგადოებამ თავისუფლად შეიძლება მიანიჭოს გმირობის კვალიფიკაცია", – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და გამძლეობა უსურვა.
„დღევანდელი დღე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. დაღუპულია რვა ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაიღეს. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუსურვო დიდი გამძლეობა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმაც.
„ძალიან კარგი ადამიანები, პროფესიონალი თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, გმირები დავკარგეთ, რომლებიც მუდმივად ორიენტირებული და კონცენტრირებული იყვნენ მოვალეობის შესრულებაზე. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისია", – განაცხადა მუსელიანმა.
საქართველს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები დაჯილდოვდნენ მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის".
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ავიაკატასტროფის შედეგად რვავე მათგანი დაიღუპა.
რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ამ დროისათვის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის ასახელებენ ტექნიკურ გაუმართაობას. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.