პატრიარქი გუდაურში დაღუპულებზე: მათ სიცოცხლე გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად გაიღეს

© photo: Sputnik / Stringerსამგლოვიარო ცერემონია სამების ტაძარში
სამგლოვიარო ცერემონია სამების ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გუდაურში დაღუპული ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული, მნიშვნელოვანია, რომ მათ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელიც დღეს სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდის შემდეგ მფრინავებსა და მაშველებს სხვადასხვა, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

„ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია", – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნული, გარდაცვლილების სულებისთვის ლოცვა აღევლინება.
ტრაგედია გუდაურის მთებში
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ავიაკატასტროფის შედეგად რვავე მათგანი დაიღუპა.
თბილისის მთავრობის წევრებმა გუდაურში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს>>
რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ამ დროისათვის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის ასახელებენ ტექნიკურ გაუმართაობას. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0