გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის" დაჯილდოვდნენ

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები დაჯილდოვდნენ მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის". ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ", – ნათქვამია განცახდებაში.

ტრაგედია გუდაურის მთებში
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ავიაკატასტროფის შედეგად რვავე მათგანი დაიღუპა.
პრემიერი: გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ>>
რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ამ დროისათვის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის ასახელებენ ტექნიკურ გაუმართაობას. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ მფრინავებსა და მაშველებს სხვადასხვა, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ავიაკატასტროფა გუდაურში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა>>
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0