https://sputnik-georgia.com/20220801/xelisuflebam-saakasviltan-garigeba-dado-elisasvili-269093182.html
დეპუტატი: ხელისუფლებამ სააკაშვილთან გარიგება დადო
დეპუტატი: ხელისუფლებამ სააკაშვილთან გარიგება დადო
Sputnik საქართველო
ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება წაადგება როგორც მის მიერ დაარსებულ პარტიას, ისე ქვეყანას. 01.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-01T18:51+0400
2022-08-01T18:51+0400
2022-08-01T21:43+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0d/263582238_626:0:4267:2048_1920x0_80_0_0_5066d3d2e66e8dac62ab367ff0c2ea41.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მეტყველებს იმაზე, რომ მან საქართველოს ხელისუფლებასთან გარიგება დადო, განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ სააკაშვილი გმირია. დეპუტატის თქმით, სააკაშვილი ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც ძალზე ეფექტური რეფორმები გაატარა და ასევე ადამიანი, რომლის მმართველობის დროს ქვეყნის ციხეებში ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდა.„ვფიქრობ რაღაც გარიგება იქნება, რომელიც წაადგება ქვეყანას. თუ სააკაშვილი აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება კარგი. მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, საქართველოში თავი ამოწურა“, – განაცხადა ელისაშვილმა.მან მკაცრად გააკრიტიკა ექს-პრეზიდენტი იმის გამო, თუ როგორ დაბრუნდა ის სამშობლოში რვა წლის შემდეგ – გემით, რძის პროდუქტებით სავსე სატვირთო ავტომობილში დამალული, რომელიც უკრაინიდან ფოთში 2021 წლის 29 სექტემბერს შემოვიდა.გია ვოლსკი სააკაშვილის გეგმებზე>>„როდესაც ორჯერ პრეზიდენტი იყავი, მთავარსარდალი და არაჟნებით მოიპარები, ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.როგორც სააკაშვილის ადვოკატმა გელბახიანმა განმარტა, ექს-პრეზიდენტის მიერ პოლიტიკიდან წასვლისა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი მისი სიცოცხლის გადარჩენა და შენარჩუნებაა.ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და სააკაშვილის თანამებრძოლმა ნიკა მელიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ განცხადება ექს-პრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა „ადვოკატების სტრატეგია“. მელიას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ რასაც ამდენი თვის განმავლობაში ის სააკაშვილთან განიხილავდა, სიცრუე იყო.ეს არის დაცვის მხარის სტრატეგია - მელია სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე>>ამავე დროს, რამდენიმე დღის წინ ექს-პრეზიდენტის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიშას როლი ქართულ პოლიტიკაში მომავალში გაუგებარია. ედუარდის თქმით, მამამისს, როგორც ჩანს, თავად ესმის, რომ მისი პოლიტიკური მომავალი უფრო უკრაინაშია შესაძლებელი, ვიდრე საქართველოში.სააკაშვილი პოლიტიკიდანაც მიდის და „ნაცმოძრაობიდანაც“: ადვოკატის განცხადება>>რაც შეეხება სააკაშვილის ახლობლების მოთხოვნას, ამაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ უწყებებში არაერთხელ განაცხადეს, რომ მას პროფესიონალები მკურნალობენ და მისი უცხოეთში გადაყვანის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0d/263582238_1081:0:3812:2048_1920x0_80_0_0_e30a2c5935ba2aa086052911389cf76f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
დეპუტატი: ხელისუფლებამ სააკაშვილთან გარიგება დადო
18:51 01.08.2022 (განახლებულია: 21:43 01.08.2022) ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება წაადგება როგორც მის მიერ დაარსებულ პარტიას, ისე ქვეყანას.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მეტყველებს იმაზე, რომ მან საქართველოს ხელისუფლებასთან გარიგება დადო, განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
„მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება. სააკაშვილი გარანტიების ფასად წავა სამკურნალოდ და აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რაც იქნება გაჯანსაღება „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“, – განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრა TV“-ს ეთერში.
მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ სააკაშვილი გმირია. დეპუტატის თქმით, სააკაშვილი ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც ძალზე ეფექტური რეფორმები გაატარა და ასევე ადამიანი, რომლის მმართველობის დროს ქვეყნის ციხეებში ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდა.
„ვფიქრობ რაღაც გარიგება იქნება, რომელიც წაადგება ქვეყანას. თუ სააკაშვილი აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება კარგი. მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, საქართველოში თავი ამოწურა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მან მკაცრად გააკრიტიკა ექს-პრეზიდენტი იმის გამო, თუ როგორ დაბრუნდა ის სამშობლოში რვა წლის შემდეგ – გემით, რძის პროდუქტებით სავსე სატვირთო ავტომობილში დამალული, რომელიც უკრაინიდან ფოთში 2021 წლის 29 სექტემბერს შემოვიდა.
„როდესაც ორჯერ პრეზიდენტი იყავი, მთავარსარდალი და არაჟნებით მოიპარები, ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც სააკაშვილის ადვოკატმა გელბახიანმა განმარტა, ექს-პრეზიდენტის მიერ პოლიტიკიდან წასვლისა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი მისი სიცოცხლის გადარჩენა და შენარჩუნებაა.
ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და სააკაშვილის თანამებრძოლმა ნიკა მელიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ განცხადება ექს-პრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა „ადვოკატების სტრატეგია“. მელიას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ რასაც ამდენი თვის განმავლობაში ის სააკაშვილთან განიხილავდა, სიცრუე იყო.
ამავე დროს, რამდენიმე დღის წინ ექს-პრეზიდენტის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიშას როლი ქართულ პოლიტიკაში მომავალში გაუგებარია. ედუარდის თქმით, მამამისს, როგორც ჩანს, თავად ესმის, რომ მისი პოლიტიკური მომავალი უფრო უკრაინაშია შესაძლებელი, ვიდრე საქართველოში.
„სააკაშვილი 2004 წლის შემდეგ გულზე არ მეხატებოდა და ახლაც მისდამი დამოკიდებულება არ შემიცვლია, მაგრამ ერთი რაღაცისთვის მინდა შევაქო: ყოჩაღ, რომ ასეთი შვილი ჰყავს გაზრდილი. ფაქტია, რომ ეს არის სააკაშვილის შვილი, რომელიც არის ძალიან გონიერი და დაკვირვებულ რაღაცებს ამბობს. მან თქვა, რომ სააკაშვილი აღარ არის მომავლის ლიდერი და ამოწურა საკუთარი თავი, სააკაშვილმა ამას თვალი უნდა გაუსწოროს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილის ახლობლების მოთხოვნას, ამაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ უწყებებში არაერთხელ განაცხადეს, რომ მას პროფესიონალები მკურნალობენ და მისი უცხოეთში გადაყვანის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.