https://sputnik-georgia.com/20220731/melia-saakashvilis-qartuli-politikidan-shesazlo-wasvlaze-269054161.html
ეს არის დაცვის მხარის სტრატეგია - მელია სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე
ეს არის დაცვის მხარის სტრატეგია - მელია სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე
Sputnik საქართველო
სააკაშვილი არის „ნაცმოძრაობის" დამფუძნებელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის მოქმედი ლიდერები ექს-პრეზიდენტის გარეშე არაფერს ნიშნავენ, განაცხადა მელიამ. 31.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-31T16:33+0400
2022-07-31T16:33+0400
2022-07-31T16:33+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261625817_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_942cd9b2e7aa95da09f1e8c97a31a248.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადება მისი ქართულ პოლიტიკიდან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე, დაცვის მხარის სტრატეგიაა, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში .გუშინ, მსჯავრდებული სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“.მელიას განცხაებით, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, მისი განუყოფელი ნაწილი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის მოქმედი ლიდერები არაფერს არ ნიშნავენ ექს-პრეზიდენტის გარეშე, როგორც ეს „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთ მხარდამჭერს მიაჩნია.პარტიის ლიდერის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დათანხმდება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობისა.„გეტყვით თუ რას მეუბნება პოლიტიკური ხმა – მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდსულოვნებას გამოიჩენს, მისი დიდსულოვნების იმედი არ მაქვს, ადამიანის, რომელიც იმას არ თაკილობს, რომ პირდაპირ დაადანაშაულოს ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი, რაც თუნდაც ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა“,- განაცხადა მელიამ.სააკაშვილი დღემდე თბილისისკლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, სადაც ის 12 მაისს რუსთავისციხიდან გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომსჯავრდებული ბოლორამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.ექს-პრეზიდენტმა კლინიკიდან და მანამდე ციხიდანაც პოლიტიკური განცხადებები არაერთხელ გააკეთა.სააკაშვილის ოჯახი მისი მკურნალობით უკმაყოფილოა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ირწმუნება, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას ისევ აღენიშნება სისუსტე. მისი თქმით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს.სააკაშვილი პოლიტიკიდანაც მიდის და „ნაცმოძრაობიდანაც“: ადვოკატის განცხადება>>>ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილსააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა.ოჯახის მიერ ჩართული დამოუკიდებელი ექიმები ზუსტ დიაგნოზს არ ასახელებენ. ნევროლოგ ოთარ თოიძის თქმით, ექს-პრეზიდენტს ისეთი დაავადებების „თაიგული“ აქვს, რომელთა მკურნალობაც საქართველოში შეუძლებებლია.მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261625817_136:0:1275:854_1920x0_80_0_0_60038e9a6757fba7b81b63d9fdddfb6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
ეს არის დაცვის მხარის სტრატეგია - მელია სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე
სააკაშვილი არის „ნაცმოძრაობის" დამფუძნებელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის მოქმედი ლიდერები ექს-პრეზიდენტის გარეშე არაფერს ნიშნავენ, განაცხადა მელიამ.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადება მისი ქართულ პოლიტიკიდან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე, დაცვის მხარის სტრატეგიაა, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში .
გუშინ, მსჯავრდებული სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“.
„პირველ რიგში, ეს ასე არ არის. დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია – ადვოკატები არიან, ხალხო. მაშინ გამოდის, რომ მთელი ის პროცესი, რაზეც ჩვენ ვკონტაქტობდით თვეების განმავლობაში, ვატყუებდით ერთმანეთს, მე მიშას ან მიშა მე? ეს დაცვის სტრატეგიაა. დიახ, ვიცი, ვიდრე ეს რეჟიმი არ დამარცხდება, სამწუხაროდ, ჩვენ პატიმრებს ვერ ვიხსნით“,-განაცხადა მელიამ ჟურნასიტებთან.
მელიას განცხაებით, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, მისი განუყოფელი ნაწილი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის მოქმედი ლიდერები არაფერს არ ნიშნავენ ექს-პრეზიდენტის გარეშე, როგორც ეს „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთ მხარდამჭერს მიაჩნია.
პარტიის ლიდერის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დათანხმდება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობისა.
„გეტყვით თუ რას მეუბნება პოლიტიკური ხმა – მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდსულოვნებას გამოიჩენს, მისი დიდსულოვნების იმედი არ მაქვს, ადამიანის, რომელიც იმას არ თაკილობს, რომ პირდაპირ დაადანაშაულოს ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი, რაც თუნდაც ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა“,- განაცხადა მელიამ.
სააკაშვილი დღემდე თბილისისკლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, სადაც ის 12 მაისს რუსთავისციხიდან გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომსჯავრდებული ბოლორამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
ექს-პრეზიდენტმა კლინიკიდან და მანამდე ციხიდანაც პოლიტიკური განცხადებები არაერთხელ გააკეთა.
სააკაშვილის ოჯახი მისი მკურნალობით უკმაყოფილოა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ირწმუნება, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას ისევ აღენიშნება სისუსტე. მისი თქმით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილსააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა.
ოჯახის მიერ ჩართული დამოუკიდებელი ექიმები ზუსტ დიაგნოზს არ ასახელებენ. ნევროლოგ ოთარ თოიძის თქმით, ექს-პრეზიდენტს ისეთი დაავადებების „თაიგული“ აქვს, რომელთა მკურნალობაც საქართველოში შეუძლებებლია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.