https://sputnik-georgia.com/20220801/tyuilia-kobaxize-degnanis-tvaltvalze-269102146.html
„ტყუილია“ – კობახიძე ელჩის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალზე
„ტყუილია“ – კობახიძე ელჩის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალზე
Sputnik საქართველო
დეგნანი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც მმართველი პარტიის ლიდერების, ისე იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს. 01.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-01T22:45+0400
2022-08-01T22:45+0400
2022-08-01T22:45+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:82:761:510_1920x0_80_0_0_71defe2bab8e8ced24313e8a07ab5e02.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის შესაძლო ფარულ თვალთვალზე.ოპოზიციური ტელეარხი „პირველის“ ეთერში გამოცხადდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლები უკანონოდ უთვალთვალებენ ამერიკის ელჩს. ტელეარხის ინფორმაციით, საუბარია სუსიდან მიღებულ ხუთ ფაილზე – ორ ფოტოზე, ორ ვიდეოზე და ოპერატიული ინფორმაციის შემცველ კიდევ ერთ ფაილზე.ჟურნალისტის კითხვაზე, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია მას, რამდენადაც არსებობს ფარული მიყურადების დამადასტურებელი დოკუმენტები, კობახიძემ უპასუხა: „მე ვიცი“.„აი, მე ვიცი, რომ ტყუილია“, – განაცხადა კობახიძემ.კელი დეგნანი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა მმართველი პარტიის ლიდერების და ასევე იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს. ესენი არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი.მდინარაძე: არ დაუსვა კითხვები აშშ-ის ელჩს - ეს მონური ფსიქოლოგიაა>>აშშ–ის ელჩს ბრალად დებენ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში. კერძოდ, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე, ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლაში, რომელთანაც პირადი შეხვედრისას დეგნანი მისგან თითქოსდა „რაღაცას ითხოვდა“.ივანიშვილმა გასულ კვირაში დაარღვია დუმილი და გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც დაადასტურა, რომ ნამდვილად შეხვდა 21 მარტს კელი დეგნანს მისივე ინიციატივით და შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა.ივანიშვილს არაფერი უთქვამს შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:70:761:641_1920x0_80_0_0_252c2d5e5f03828fb017e8caea102f43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
„ტყუილია“ – კობახიძე ელჩის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალზე
დეგნანი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც მმართველი პარტიის ლიდერების, ისე იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის შესაძლო ფარულ თვალთვალზე.
ოპოზიციური ტელეარხი „პირველის“ ეთერში გამოცხადდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლები უკანონოდ უთვალთვალებენ ამერიკის ელჩს. ტელეარხის ინფორმაციით, საუბარია სუსიდან მიღებულ ხუთ ფაილზე – ორ ფოტოზე, ორ ვიდეოზე და ოპერატიული ინფორმაციის შემცველ კიდევ ერთ ფაილზე.
„ტყულია, ტყუილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია მას, რამდენადაც არსებობს ფარული მიყურადების დამადასტურებელი დოკუმენტები, კობახიძემ უპასუხა: „მე ვიცი“.
„აი, მე ვიცი, რომ ტყუილია“, – განაცხადა კობახიძემ.
კელი დეგნანი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა მმართველი პარტიის ლიდერების და ასევე იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს. ესენი არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი.
აშშ–ის ელჩს ბრალად დებენ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში. კერძოდ, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე, ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლაში, რომელთანაც პირადი შეხვედრისას დეგნანი მისგან თითქოსდა „რაღაცას ითხოვდა“.
ივანიშვილმა გასულ კვირაში
დაარღვია დუმილი და გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც დაადასტურა, რომ ნამდვილად შეხვდა 21 მარტს კელი დეგნანს მისივე ინიციატივით და შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა.
ივანიშვილს არაფერი უთქვამს შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე.