როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე ივნისში

საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
ივნისში, მაისთან შედარებით, გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 0,05 პროცენტით შემცირდა.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2022 წლის ივნისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 20,8%-ით, მათ შორის სურსათზე – 17,1%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 6,5%-ით შემცირდა.
„საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,05%-ით შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივნისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,2%-ით გაიზარდა.
პირველადი მოხმარების საქონელზე მომხმარებელთა დანახარჯები იზრდება: კვლევა>>>
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 20,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 16,1%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 22%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,7%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 13,7%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 22,2%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 174,3%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 34,6%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 6,3%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 9,1%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის ივნისში 12,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). სურსათზე ფასები წელიწადში 21,8%-ით გაიზარდა. 2022 წლის ივნისში მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0