პირველადი მოხმარების საქონელზე მომხმარებელთა დანახარჯები იზრდება: კვლევა

© AFP 2024 / Herbert Pfarrhofer / APAსურსათი
სურსათი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველადი მოხმარების საქონელზე მომხმარებელთა დანახარჯები 3,5-ჯერ გაიზარდა.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მაღაზიებისა და ბაზრების ბრუნვამ, რომლებიც სურსათითა და პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობენ, 2021 წელს 10 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაში, რომელიც სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზრის მიმოხილვას ეხება.
კვლევის თანახმად, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველადი მოხმარების საქონელზე მომხმარებელთა დანახარჯები 3,5-ჯერ გაიზარდა. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის ხარჯების ნახევარზე მეტი სწორედ პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის დანახარჯების ზრდის მაჩვენებელში ნაწილობრივ ასახულია ტურისტების რაოდენობის ზრდა და მათი ნავაჭრიც.

„თუმცა ტურიზმის ჯამური წილი დანახარჯებში 10%-ზე ნაკლებად შეიძლება შეფასდეს. მოსახლეობის დანახარჯების მკვეთრი ზრდა ძირითადად მაღალი ინფლაციით არის გამოწვეული საკვებსა და სასმელზე“, — აღნიშნულია მიმოხილვაში.

ბოლო წლებში შეიმჩნევა მაღაზიების ბრუნვის ზრდა – 2021 წელს ბრუნვამ 8 მლრდ ლარი შეადგინა და ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.
როდის მიუახლოვდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს? ეროვნული ბანკის პასუხი>>>
ანალიტიკოსები მიუთითებენ ელექტრონული გზით გადახდების ზრდაზეც. კვლევის თანახმად, 2021 წელს საბანკო ბარათებით 391 მლნ გადახდა განხორციელდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთვლით, ერთ ადამიანზე საბანკო ბარათით საშუალოდ 100-მდე გადახდა მოდის.
წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. მაისში სურსათზე ფასები წლიური 22%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0