https://sputnik-georgia.com/20220609/rodis-miuaxlovdeba-inflacia-miznobriv-macvenebels-gvenetazis-pasuxi-267271490.html
როდის მიუახლოვდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს? ეროვნული ბანკის პასუხი
როდის მიუახლოვდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს? ეროვნული ბანკის პასუხი
Sputnik საქართველო
ამ პერიოდამდე ქვეყანაში ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდება, რომელიც უკრაინის მოვლენებმა გამოიწვია, აცხადებს ბანკის პრეზიდენტი. 09.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-09T10:21+0400
2022-06-09T10:21+0400
2022-06-09T18:47+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_0:110:3000:1798_1920x0_80_0_0_0bf5177fdad73c38dccf3fa72e055b55.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე კვარტალში მიუახლოვდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 20%, სასტუმროებსა და რესტორნებზე – 12,6%, ჯანდაცვაზე – 2%. მაისში სურსათზე ფასები წლიური 22%-ით გაიზარდა.მისი თქმით, ამ პერიოდამდე საქართველოში შენარჩუნდება ფასების ზრდის დინამიკა, რაც უკრაინაში განვითარებული მოვლენებით არის გამოწვეული. ამიტომ ახლა ფასების გაკონტროლება შეუძლებელია.„მაშინ, როდესაც საერთაშორისოდ იზრდება ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის ხორბალი, ზეთი და ნავთობი, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის ფასების ზრდას", – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი მონაცემებით, 2022 წლის მაისში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი საშუალოდ 157,4 პუნქტი იყო, რაც 0,9 პუნქტით (0,6%) ნაკლებია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა 29,2 პუნქტით (22,8%) მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
https://sputnik-georgia.com/20220607/ras-unda-velodot-inflaciisgan-eqsperti-cucqirize-267201714.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_228:0:2772:1908_1920x0_80_0_0_29297fedd5285b4b3f87f34dda012be2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
როდის მიუახლოვდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს? ეროვნული ბანკის პასუხი
10:21 09.06.2022 (განახლებულია: 18:47 09.06.2022) ამ პერიოდამდე ქვეყანაში ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდება, რომელიც უკრაინის მოვლენებმა გამოიწვია, აცხადებს ბანკის პრეზიდენტი.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე კვარტალში მიუახლოვდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 20%, სასტუმროებსა და რესტორნებზე – 12,6%, ჯანდაცვაზე – 2%. მაისში სურსათზე ფასები წლიური 22%-ით გაიზარდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდა, ჩვენ გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა. დღევანდელი პროგნოზით, ვფიქრობთ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს შემდეგი წლის მეორე კვარტალში დაუახლოვდება", – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ამ პერიოდამდე საქართველოში შენარჩუნდება ფასების ზრდის დინამიკა, რაც უკრაინაში განვითარებული მოვლენებით არის გამოწვეული. ამიტომ ახლა ფასების გაკონტროლება შეუძლებელია.
„მაშინ, როდესაც საერთაშორისოდ იზრდება ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის ხორბალი, ზეთი და ნავთობი, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის ფასების ზრდას", – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი მონაცემებით, 2022 წლის მაისში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი საშუალოდ 157,4 პუნქტი იყო, რაც 0,9 პუნქტით (0,6%) ნაკლებია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა 29,2 პუნქტით (22,8%) მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.