https://sputnik-georgia.com/20220607/ras-unda-velodot-inflaciisgan-eqsperti-cucqirize-267201714.html
რას უნდა ველოდოთ ინფლაციისგან საქართველოში - ექსპერტის მოსაზრება
რას უნდა ველოდოთ ინფლაციისგან საქართველოში - ექსპერტის მოსაზრება
Sputnik საქართველო
საქართველო იმ ვითარებაშია, როდესაც ინფლაცია მთლიანად „იმპორტირებულია“ საზღვარგარეთიდან და არაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებზე, მიიჩნევს... 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T10:27+0400
2022-06-07T10:27+0400
2022-06-07T14:51+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263301997_0:41:3497:2008_1920x0_80_0_0_d2a9927c304fa67695ae9a46b34e5354.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შემცირდება თუ არა ინფლაცია საქართველოში 9%-მდე 2022 წლის ბოლოს – დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.მისი აზრით, სურსათის ღირებულება მცირდება, როდესაც ადგილობრივი მოსავალი მწიფდება, რაც, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება ფასებზე. მაგრამ პროგნოზი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში იმაზე, თუ რა ინტენსივობა ექნება რუსულ-უკრაინულ კრიზისს.როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაა.„მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 11%-ზე დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საგარეო სექტორში კვლავ გაურკვევლობაა და ეროვნული ბანკი ამ ფაქტორს ითვალისწინებს", – განაცხადა ცუცქირიძემ.მისი თქმით, გაურკვევლობა, პირველ რიგში, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - პრემიერი მთავრობის ამოცანებზე>>„მაგალითად, აშშ-ში ფედერალური რეზერვის განაკვეთი ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა... ჩვენი მოლოდინი მაინც უნდა იყოს იქითკენ, რომ ინფლაციამ წლის ბოლოსკენ გარკვეულწილად შეიძლება დაიწიოს. თუმცა, ვიმეორებ, ეს მთლიანად საგარეო ფაქტორია და შიდა გარემოებებით გამოწვეული ნაკლებადაა", – განაცხადა ცუცქირიძემ.მან აღნიშნა, რომ გასულ წელსაც მაღალი ინფლაცია იყო. მაშინ ფასების ზრდა პოსტპანდემიური პერიოდისთვის დამახასიათებელ პრობლემებს უკავშირდებოდა, როდესაც გაწყვეტილი იყო რიგი, ძირითადად, სასურსათო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვი.ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ ინფლაციის ზრდა ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, ნეგატიურად აისახება შემოტანილი საქონლის ღირებულებაზე და, როგორც წესი, ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე.წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 20%, სასტუმროებსა და რესტორნებზე – 12,6%, ჯანდაცვაზე – 2%. მაისში სურსათზე ფასები წლიური 22%-ით გაიზარდა.საქართველოში ფასები კვლავ მაღალი ტემპებით იზრდება - ახალი სტატისტიკა>>საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში.საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე ნახევარში ელოდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263301997_383:0:3114:2048_1920x0_80_0_0_463fb84deea8bc7443e59d34a66f65ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა
რას უნდა ველოდოთ ინფლაციისგან საქართველოში - ექსპერტის მოსაზრება
10:27 07.06.2022 (განახლებულია: 14:51 07.06.2022) საქართველო იმ ვითარებაშია, როდესაც ინფლაცია მთლიანად „იმპორტირებულია“ საზღვარგარეთიდან და არაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებზე, მიიჩნევს ექსპერტი.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შემცირდება თუ არა ინფლაცია საქართველოში 9%-მდე 2022 წლის ბოლოს – დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი აზრით, სურსათის ღირებულება მცირდება, როდესაც ადგილობრივი მოსავალი მწიფდება, რაც, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება ფასებზე. მაგრამ პროგნოზი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში იმაზე, თუ რა ინტენსივობა ექნება რუსულ-უკრაინულ კრიზისს.
„დღეს ჩვენ ვართ ისეთ მოცემულობაში, როცა ინფლაცია მთლიანად გარედანაა „იმპორტირებული“ და ეს ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებლებზე დამოკიდებული არ არის", – განაცხადა ცუცქირიძემ პრეს-კლუბ „კვირაში".
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაა.
„მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 11%-ზე დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საგარეო სექტორში კვლავ გაურკვევლობაა და ეროვნული ბანკი ამ ფაქტორს ითვალისწინებს", – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისი თქმით, გაურკვევლობა, პირველ რიგში, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
„მაგალითად, აშშ-ში ფედერალური რეზერვის განაკვეთი ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა... ჩვენი მოლოდინი მაინც უნდა იყოს იქითკენ, რომ ინფლაციამ წლის ბოლოსკენ გარკვეულწილად შეიძლება დაიწიოს. თუმცა, ვიმეორებ, ეს მთლიანად საგარეო ფაქტორია და შიდა გარემოებებით გამოწვეული ნაკლებადაა", – განაცხადა ცუცქირიძემ.
მან აღნიშნა, რომ გასულ წელსაც მაღალი ინფლაცია იყო. მაშინ ფასების ზრდა პოსტპანდემიური პერიოდისთვის დამახასიათებელ პრობლემებს უკავშირდებოდა, როდესაც გაწყვეტილი იყო რიგი, ძირითადად, სასურსათო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვი.
„იყო მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია შემცირდებოდა. ამის მოლოდინი იყო ევროკავშირში, აშშ-ში, მათ შორის, საქართველოშიც. მაგრამ, მოგეხსენებათ, თებერვლის ბოლოდან უკრაინაში ომი დაიწყო, რამაც ეს ინფლაციური ტრენდი უკან დააბრუნა... ესაა ახალი შოკი, რომელმაც ინფლაცია მაღალ დონეზე დატოვა", – აღნიშნა ექსპერტმა.
ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ ინფლაციის ზრდა ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, ნეგატიურად აისახება შემოტანილი საქონლის ღირებულებაზე და, როგორც წესი, ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე.
წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 20%, სასტუმროებსა და რესტორნებზე – 12,6%, ჯანდაცვაზე – 2%. მაისში სურსათზე ფასები წლიური 22%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში.
საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე ნახევარში ელოდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.