https://sputnik-georgia.com/20220801/klinikebis-eqimebs-xelfasebi-moumates-269092089.html
საქართველოში 1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკების ექიმებს ხელფასები მოუმატეს
საქართველოში 1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკების ექიმებს ხელფასები მოუმატეს
Sputnik საქართველო
ღირსეულ, ადეკვატურ ხელფასამდე ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგვიძლია, აღნიშნა მინისტრმა. 01.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-01T18:29+0400
2022-08-01T18:29+0400
2022-08-01T21:36+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268667655_0:194:3130:1955_1920x0_80_0_0_f45c3729b5627f4f22b93f3a7c08be44.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ხელფასები გაიზარდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექთნების შემთხვევაში მათი ანაზღაურება 100%-ით გაიზარდა და გაორმაგებულ ანაზღაურებას ისინი 1 აგვისტოდან მიიღებენ.„ეს არის ის მინიმუმი, რაც შეუძლია სახელმწიფოს მათი დაფინანსების ფარგლებში, და ის შესაძლებლობა, რაც შეგვეძლო სამედიცინო პერსონალისთვის გაგვეკეთებინა 1 აგვისტოდან. ვფიქრობ, ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ეს არის ის, რაც დღეისათვის გავაკეთეთ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კლინიკებში ხელფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთ კერძო კლინიკაში.როგორ და რამდენით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები?>>საქართველოში ექთნის საშუალო ხელფასი თვეში 300-დან 600 ლარამდეა, იმისდა მიხედვით, თუ სად და რამდენ ხანს მუშაობს. რეანიმაციულ განყოფილებაში და საოპერაციო განყოფილებაში ხელფასი უფრო მაღალია, ხოლო ჩვეულებრივი თერაპიული განყოფილების ექთნის ხელფასი 300 ლარიდან იწყება.ექიმებს რაც შეეხება, მათი ხელფასი თვეში 1,5-დან 2-3 ათას ლარამდე მერყეობს, ის ასევე დამოკიდებულია სამუშაო ადგილსა და დატვირთულ გრაფიკზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268667655_257:0:2988:2048_1920x0_80_0_0_7140f94886e2e96e0873f1f7df04dac2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში 1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკების ექიმებს ხელფასები მოუმატეს
18:29 01.08.2022 (განახლებულია: 21:36 01.08.2022) ღირსეულ, ადეკვატურ ხელფასამდე ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგვიძლია, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ხელფასები გაიზარდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
„ჩვენს მართვაში არსებულ კლინიკებში მოხდება მინიმალური სახელფასო ანაზღაურების გაზრდა სამედიცინო პერსონალისთვის. რაც შეეხება 17 ამბულატორიას ქვეყნის მასშტაბით, მათ ასევე მნიშვნელოვნად გაეზარდათ ანაზღაურება. ანაზღაურების ზრდა მთლიანად დაახლოებით 1.000 ადამიანს შეეხება და ის საშუალოდ არის 50%-ის ფარგლებში, თუმცა ცალკე აღებული პოზიციებისთვის სხვადასხვაა“, – თქვა აზარაშვილმა ბრიფინგზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექთნების შემთხვევაში მათი ანაზღაურება 100%-ით გაიზარდა და გაორმაგებულ ანაზღაურებას ისინი 1 აგვისტოდან მიიღებენ.
„ეს არის ის მინიმუმი, რაც შეუძლია სახელმწიფოს მათი დაფინანსების ფარგლებში, და ის შესაძლებლობა, რაც შეგვეძლო სამედიცინო პერსონალისთვის გაგვეკეთებინა 1 აგვისტოდან. ვფიქრობ, ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ეს არის ის, რაც დღეისათვის გავაკეთეთ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კლინიკებში ხელფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთ კერძო კლინიკაში.
საქართველოში ექთნის საშუალო ხელფასი თვეში 300-დან 600 ლარამდეა, იმისდა მიხედვით, თუ სად და რამდენ ხანს მუშაობს. რეანიმაციულ განყოფილებაში და საოპერაციო განყოფილებაში ხელფასი უფრო მაღალია, ხოლო ჩვეულებრივი თერაპიული განყოფილების ექთნის ხელფასი 300 ლარიდან იწყება.
ექიმებს რაც შეეხება, მათი ხელფასი თვეში 1,5-დან 2-3 ათას ლარამდე მერყეობს, ის ასევე დამოკიდებულია სამუშაო ადგილსა და დატვირთულ გრაფიკზე.