როგორ და რამდენით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები?

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა და გერბი
საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
დღეისათვის საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე კერძო სექტორთან შედარებით დაახლოებით 74%-ს შეადგენს.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. 2026 წლამდე საქართველოში საჯარო მოხელეების ხელფასები ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით მოიმატებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე შეათანხმეს გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული საკითხის დარეგულირების ძირითადი პრინციპები და მიიღეს დადგენილება.
2026 წლის 1 იანვრიდან საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.
ამასთან, საჯარო მოხელეების საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80% და არაუმეტეს 90%-სა. დღეისათვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 74%-ია.
მთავრობის დადგენილება ასახვას ჰპოვებს საკანონმდებლო დონეზე – სახელმწიფი ბიუჯეტის შესახებ კანონში, განაცხადა ხუციშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0