„მორალური კატასტროფა“ - გიგა ბოკერია სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე"

© photo: Sputnik / Stringerგიგა ბოკერია
გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
ბოკერიას პოზიციაა, რომ დაუშვებელია ხელისუფლებისადმი მიმართვა მოწყალებისთვის, რაც არ უნდა მიზანი ჰქონდეს ამას.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას მკვეთრი რეაქცია ჰქონდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე, წავიდეს ქართული პოლიტიკიდან.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ადვოკატის თქმით, ექს-პრეზიდენტს აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა. ახლა მთავარია მისი სიცოცხლის გადარჩენა. პატიმარი სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება.

„ის, რომ დღეს სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სპიკერები არიან ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი აზრით, სააკაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც მის გვერდით ფანატიზმის ან მოგების გამო იმყოფება, ასევე მომხრეები, დამნაშავე არიან არსებულ ვითარებაში. ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მეთოდებით, ყოველგვარი ღირებულებების გარეშე, განაცხადა ბოკერიამ.
თავად სააკაშვილს მან „პოლიტიკური პატიმარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „მას როგორც მოექცნენ, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა არა მისი მომხრეებისთვის, არამედ, ზოგადად, ქვეყნისთვის“.
ამასთან მან მორალური და პოლიტიკური კატასტროფა უწოდა ნებისმიერი მიზეზით ხელისუფლებისთვის მოწყალების თხოვნას.
როგორც უფრო ადრე პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ მან ხელისუფლებასთან გარიგება დადო – მას ათავისუფლებენ და ნებას აძლევენ საზღვარგარეთ გაემგზავროს სამკურნალოდ, ის კი ამის სანაცვლოდ აღარ ერევა ქართულ პოლიტიკაში.
დეპუტატი: ხელისუფლებამ სააკაშვილთან გარიგება დადო>>
ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და სააკაშვილის თანამებრძოლმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ განცხადება ექს-პრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა „ადვოკატების სტრატეგია“. მელიას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ რასაც ამდენი თვის განმავლობაში ის სააკაშვილთან განიხილავდა, სიცრუე იყო.
თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ ექს-პრეზიდენტის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალში მიშას როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია. ედუარდის თქმით, მამამისს, როგორც ჩანს, თავად ესმის, რომ მისი პოლიტიკური მომავალი უფრო უკრაინაშია შესაძლებელი, ვიდრე საქართველოში.
ეს არის დაცვის მხარის სტრატეგია - მელია სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე>>
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0