უცხოეთის ქვეყნების საგარეო უწყებები გუდაურში ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© Government of Georgiaდაშვებული დროშა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე
დაშვებული დროშა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
გუდაურში მომხდარი აფეთქების დროს ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, რვავე მათგანი დაიღუპა. გარდაცვლილია ის ტურისტიც, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო უცხოეთის ქვეყნების საგარეო უწყებები მწუხარებას გამოთქვამენ და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ.
სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მწუხარება გამოთქვა ამერიკის საელჩომ საქართველოში.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენი მეზობელი საქართველოს მეგობარ მთავრობას და ხალხს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.
„გუდაურის საკურორტო რაიონში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ ძალიან დაგვამწუხრა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობარი საქართველოს მოსახლეობას. აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებაში.
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
საქართველოს პირველი პირები გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან
გუშინ, 29 ივლისს გუდაურთან პარაპლანისტების გადარჩენის სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ, ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. გარდაიცვალა ერთ–ერთი პარაპლანისტიც, უცხოეთის მოქალაქე.
ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისს საქართველოში გლოვის დღეა.
ყველა ახალი ამბავი
0