დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი

© AP Photo / Heribert Proepperფისო ყვავილებში
ფისო ყვავილებში - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 30 ივლისია, შაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ადრე დაწყებული და მიტოვებული საქმეები გაიხსენოთ. ადვილად გაუგებენ ერთმანეთს ისინი, ვისი მიზნებიც ახლოსაა ერთმანეთთან. სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ შეყვარებულებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ივლისი>>
ვერძი: დღე იღბლიანად ჩაივლის, თუ არ აჩქარდებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუჩქარებლობა პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. აქ ვითარება, შესაძლოა, მარტივი და ერთმნიშვნელოვანი არ იყოს. საღამოს გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა. შეყვარებულებმა ინიციატივა გამოიჩინეთ.
ადამიანის ფსიქოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
კურო: შეეჭიდეთ რთულ საქმეებს. დღეს მათ სწრაფად გაუმკლავდებით. დილით სასიხარულო ამბავს გაიგებთ და ეს განწყობას აგიმაღლებთ. საღამოს სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. ეს უფრო ოჯახურ საკითხებს ეხება. სიურპრიზები ელოდება მათ, ვინც ფინანსური საკითხების გადაწყვეტას ცდილობს.
ტყუპი: კარგი იქნება, თუ ახალ საქმეს დაიწყებთ. რაც უფრო რთული იქნება საქმე, წარმატების მიღწევის მით მეტი შანსი გაქვთ. ახლობლებთან ურთიერთობები გაგახარებთ, ადვილად იპოვით საერთო ენას, შეთანხმდებით სხვადასხვა საკითხზე. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სერიოზული საყიდლებისთვის.
კირჩხიბი: შეიძლება დილითვე გამოირკვეს, რომ რაღაც პრობლემა, რომელიც მოსვენებას გიკარგავდათ, წარსულს ჩაბარდა. ენთუზიაზმით შეუდგებით ახალ საქმეებს და სწრაფად მიაღწევთ პირველ წარმატებებს. სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებთ. კარგი დღეა მეგობრებთან შეხვედრისთვის, მგზავრობისთვის.
ჯანსაღი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ
ლომი: დატვირთული და საინტერესო დღე გელოდებათ. გაგიჩნდებათ ახალი საქმეები და ეს გაგახარებთ - მოგეცემათ შესაძლებლობა, გააკეთოთ ის, რაც ნამდვილად გინდათ. მოსალოდნელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს.
ქალწული: აჩქარება არ ივარგებს, განსაკუთრებით, თუ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. გექნებათ წარმატების მიღწევის შანსი, მაგრამ სწრაფი და იოლი გამარჯვების იმედი ნუ გექნებათ. სჯობს, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. სავარაუდოდ, ვერავინ დაგეხმარებათ, თუნდაც ვინმე შეგპირდათ მხარდაჭერას.
სასწორი: თუ დიდი გეგმები გაქვთ დღეს, სჯობს, მათი განხორციელება დილიდანვე დაიწყოთ. ეს პერიოდი ძალზე ნაყოფიერია. გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები. შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. ის გიკარნახებთ, რომელი საქმე უნდა გააკეთოთ პირველ რიგში და რომლის გადადება შეიძლება.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. დღეს წარმატებებს სწრაფად, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევთ, მაგრამ თუ მომთმენი და კატეგორიული იქნებით, ყველაფერი გამოგივათ. შესაძლებელია თანხის, საჩუქრების მიღება. კარგი დღეა საყიდლებისთვის. საღამო ნათესავებთან ურთიერთობებს დაუთმეთ.
მშვილდოსანი: მოთმინებით აღიჭურვეთ. ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. მაგრამ უთანხმოებები, სავარაუდოდ, სერიოზული არ იქნება. საქმე ჩხუბამდე არ მივა, თუ პროვოკაციებს არ წამოეგებით. ნაყოფიერი იქნება უფრო დღის მეორე ნახევარი. შესაძლებელია საინტერესო წინადადებების მიღება.
თხის რქა: დღე არცთუ ხელსაყრელია მნიშვნელოვანი საქმეებისა და სერიოზული შეხვედრებისთვის, სამაგიეროდ შესაფერისი დროა საინტერესო საქმიანობისთვის, ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის მგზავრობა. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები, ამიტომ მზად იყავით ამისთვის.
ქალი პომპონიანი ქუდით - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
მერწყული: იყავით კატეგორიული, ჯიუტი და ამის წყალობით მიაღწევთ იმას, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ. ჩანაფიქრზე უარი არ თქვათ. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა. გზაში მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
თევზები: იფიქრეთ მნიშვნელოვანზე. ეს დაგეხმარებათ, რომ დრო წვრილმანებზე არ დახარჯოთ. სხვისი რჩევები ხშირად უსარგებლო იქნება, მაგრამ ინტუიციას აუცილებლად მოუსმინეთ. მოერიდეთ ორომტრიალს, გაუგებრობებს. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დღის მეორე ნახევარში მიიღეთ.
ყველა ახალი ამბავი
0