„რომელ ჟანრში მსახიობობს, ვეღარ გავიგე“ - წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტზე

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები მარტიდან შესამჩნევად გაუარესდა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. მსახიობობს, მაგრამ რომელ ჟანრში, ვეღარ გავიგე – ასე შეაფასა ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქცევა და გამონათქვამები ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ურთიერთობები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის მარტიდან მკვეთრად გაუარესდა – დაძაბულიდან ის ნამდვილ კონფლიქტში გადაიზარდა. ამის წინაპირობა გახდა პრეზიდენტის მხრიდან მთავრობასთან შეუთანხმებელი გასვლა ევროპის ქვეყნებში, მკვეთრი განცხადებები მთავრობის მისამართით პარლამენტში გამოსვლისას და მას შემდეგ გაძლიერებული კრიტიკა.

„აყენებდა შეურაცხყოფას, ვისაც კი შეეძლო. მანამდე, თორემ ახლა საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს, უკვე ვეღარ გავიგე“, – განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სჭირდება მმართველ პარტიას, მაგრამ ის დღეს მის გვერდით არ არის.
„საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ გვერდით აღარ გვყავს. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მაქსიმალურად დაზარალებულიყო.
„არ მელაპარაკებიან“ - საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პარტიასთან ურთიერთობაზე>>
„მაგალითად, ქვეყნის შიგნით ის ამბობდა, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც ტყუილია; ამბობდა, რომ მთავრობა არაფრის მაქნისია, რაც ტყუილია“, – განაცხადა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ამის შემდეგ პრეზიდენტი გაემგზავრა ევროპაში და ითხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირში გზის გახსნას. წულუკიანი ვარაუდობს, რომ ევროპული ვიზიტების დროსაც ზურაბიშვილი მმართველი პარტიის კრიტიკით იყო დაკავებული.
„ზურაბიშვილი საქმის კურსში არ არის“ - პრეზიდენტს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უპასუხა>>
ევროპულმა საბჭომ ივნისში აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, მათ შორის, მოხდება დეპოლარიზაცია.
კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0