https://sputnik-georgia.com/20220727/telavma-da-afulam-megobrobis-setanxmebas-moaweres-xeli-268942287.html
თელავმა და აფულამ მეგობრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
თელავმა და აფულამ მეგობრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
Sputnik საქართველო
ამიერიდან ქალაქები თანამშრომლობას აპირებენ სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T20:53+0400
2022-07-27T20:53+0400
2022-07-27T23:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი 
თელავი
საზოგადოება
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268936870_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_1d03cb99ce634f7151c15a347ce39ed4.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და ისრაელის ქალაქ აფულას მერმა აბრაამ ელკაბეცმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ქალაქების მეგობრობის შესახებ, იუწყება თელავის რაიონის მერიის პრეს-სამსახური.შეთანხმება ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას ორი ქალაქის მუნიციპალიტეტებს შორის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში.ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.როგორც მერიის პრეს-სამსახური აღნიშნავს, მემორანდუმს ხელი მოეწერა „ისრაელი–საქართველოს“ მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, დეპუტატ გივი მიქანაძის მხარდაჭერით.ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემებით, აფულას მოსახლეობა 2020 წელს 54.250 ადამიანს შეადგენდა, ხოლო თელავის მოსახლეობა, 2020 წლის მონაცემებით, 19.599 ადამიანს.
საქართველო
ისრაელი 
თელავი
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2022
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268936870_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_f4906182a0baf5455c7445f612e56657.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , თელავი, საზოგადოება, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , თელავი, საზოგადოება, პოლიტიკა
თელავმა და აფულამ მეგობრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
20:53 27.07.2022  (განახლებულია: 23:03 27.07.2022) ამიერიდან ქალაქები თანამშრომლობას აპირებენ სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და ისრაელის ქალაქ აფულას მერმა აბრაამ ელკაბეცმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ქალაქების მეგობრობის შესახებ, იუწყება თელავის რაიონის მერიის პრეს-სამსახური.
შეთანხმება ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას ორი ქალაქის მუნიციპალიტეტებს შორის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.
როგორც მერიის პრეს-სამსახური აღნიშნავს, მემორანდუმს ხელი მოეწერა „ისრაელი–საქართველოს“ მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, დეპუტატ გივი მიქანაძის მხარდაჭერით.
ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემებით, აფულას მოსახლეობა 2020 წელს 54.250 ადამიანს შეადგენდა, ხოლო თელავის მოსახლეობა, 2020 წლის მონაცემებით, 19.599 ადამიანს.