https://sputnik-georgia.com/20220727/romeli-wamlebi-gaiafdeba-saqartvelosi-2023-wlidan-268940140.html
ცნობილი გახდა, რომელი წამლები გაიაფდება საქართველოში 2023 წლიდან
ცნობილი გახდა, რომელი წამლები გაიაფდება საქართველოში 2023 წლიდან
Sputnik საქართველო
რეფორმა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მედიკამენტებზე ხარჯები შეამცირონ, აღნიშნავენ ექსპერტები. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T19:47+0400
2022-07-27T19:47+0400
2022-07-27T22:50+0400
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450601_0:11:1921:1091_1920x0_80_0_0_b3fd41bd9e5e1a0eb49d3b94bbe2705b.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2023 წლიდან რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვას გეგმავს – რეფორმა მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ისახავს მიზნად.რეფორმის თანახმად, სახელმწიფო დაადგენს ფასის ზედა ზღვარს – რა ფასად შეიძლება წამლის გაყიდვა და მისი იმპორტი. რეფერენტული ფასები გავრცელდება ისეთ წამლებზე, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. ესაა ქრონიკული და ონკოლოგიური სამკურნალო პრეპარატები. მომავალში სიის გაზრდა იგეგმება.ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელის ნანა შაშიაშვილის თქმით, ეს რეფორმა მოქალაქეებს მედიკამენტებზე ხარჯებს შეუმცირებს.უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა წამლებზე ე.წ. რეფერენტული ფასების დანერგვის საკითხი მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან განიხილა. რეფერენტული ფასების დადგენა – ესაა პროდუქციის მწარმოებლის ფასების შედარება წარმოებულ ქვეყანასა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში, რომელსაც მარეგულირებელი ორგანო ატარებს.ეს ამგვარად ხდება: ყველა მწარმოებელი ქვეყანაში არეგისტრირებს ფასს სამკურნალო საშუალებაზე, ხოლო სახელმწიფო რეგულატორს, შეადარებს რა ფასების დონეს სხვა ქვეყნებში არსებულ ფასებთან, შეუძლია ბაზარზე შემოტანის ფასის ზღვრის დადგენა და გამყიდველებისთვის ამ ფასის მომატების აკრძალვა.წლის დასაწყისიდან საქართველოს მთავრობამ წამლებზე ფასების შემცირებისთვის თურქეთისთვის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. იანვრის შუა რიცხვებიდან საქართველოში თურქეთიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვიდა. შედეგად, ამ წამლებზე ფასები 60–80 პროცენტით შემცირდა.
https://sputnik-georgia.com/20220722/azarasvili-turqetidan-semotanili-wamlebi-ar-gazvirdeba-268762224.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450601_103:0:1810:1280_1920x0_80_0_0_36926751e439dcafaa48fbdd7db8abc7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო
ცნობილი გახდა, რომელი წამლები გაიაფდება საქართველოში 2023 წლიდან
19:47 27.07.2022 (განახლებულია: 22:50 27.07.2022) რეფორმა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მედიკამენტებზე ხარჯები შეამცირონ, აღნიშნავენ ექსპერტები.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2023 წლიდან რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვას გეგმავს – რეფორმა მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ისახავს მიზნად.
რეფორმის თანახმად, სახელმწიფო დაადგენს ფასის ზედა ზღვარს – რა ფასად შეიძლება წამლის გაყიდვა და მისი იმპორტი. რეფერენტული ფასები გავრცელდება ისეთ წამლებზე, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. ესაა ქრონიკული და ონკოლოგიური სამკურნალო პრეპარატები. მომავალში სიის გაზრდა იგეგმება.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელის ნანა შაშიაშვილის თქმით, ეს რეფორმა მოქალაქეებს მედიკამენტებზე ხარჯებს შეუმცირებს.
„რეფერენტული ფასები ცალსახად იქითკენაა მიმართული, რომ ჯანდაცვის ხარჯების შემცირება მნიშვნელოვნად მოხდება, მათ შორის, სამკურნალო საშუალებებზე ხარჯების შემცირება. რეფერენტული ფასების პოლიტიკას ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა, ასევე არაწევრი ქვეყნები იყენებენ... დათვლილია, სხვა ქვეყნების შემთხვევაში როგორ იყო. მაგალითად, თურქეთის შემთხვევაში რეფერენტული ფასების შემოღებიდან მესამე წელს აღმოჩნდა, რომ მილიარდი დოლარი დაიზოგა“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა წამლებზე ე.წ. რეფერენტული ფასების დანერგვის საკითხი მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან განიხილა. რეფერენტული ფასების დადგენა – ესაა პროდუქციის მწარმოებლის ფასების შედარება წარმოებულ ქვეყანასა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში, რომელსაც მარეგულირებელი ორგანო ატარებს.
ეს ამგვარად ხდება: ყველა მწარმოებელი ქვეყანაში არეგისტრირებს ფასს სამკურნალო საშუალებაზე, ხოლო სახელმწიფო რეგულატორს, შეადარებს რა ფასების დონეს სხვა ქვეყნებში არსებულ ფასებთან, შეუძლია ბაზარზე შემოტანის ფასის ზღვრის დადგენა და გამყიდველებისთვის ამ ფასის მომატების აკრძალვა.
წლის დასაწყისიდან საქართველოს მთავრობამ წამლებზე ფასების შემცირებისთვის თურქეთისთვის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. იანვრის შუა რიცხვებიდან საქართველოში თურქეთიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვიდა. შედეგად, ამ წამლებზე ფასები 60–80 პროცენტით შემცირდა.