კობა გვენეტაძე მაღალ ინფლაციასთან ბრძოლის ზომებზე

© photo: Sputnik / Stringerპროდუქტები თაროებზე სუპერმარკეტში
პროდუქტები თაროებზე სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი ხანდახან არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ აუცილებელ გადაწყვეტილებებს იღებს, განაცხადა რეგულატორის პრეზიდენტმა.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ცენტრალური ბანკების ძირითადი ფუნქცია ინფლაციური მოლოდინების სწორად მართვაა, რათა გარედან ზეწოლამ ხელი არ შეუშალოს ინფლაციას საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნობრივ დონესთან დაბრუნებაში, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკის 2021 წლის ანგარიშს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგენს, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და სამეთვალყურეო პოლიტიკის, შემოწმებული ფინანსური ანგარიშის მიმოხილვას.
გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რომლებმაც ინფლაციის ზრდა გამოიწვია; დეტალურად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ფასების ზრდის დონის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„გლობალურად ცენტრალურმა ბანკებმა 2021 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავი შეიკავეს. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების ზრდის და ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტების რისკები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადრიდანვე დაინახა და ამ რისკების აღსაკვეთად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა“, – განაცხადა რეგულატორის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, 2021 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) ეტაპობრივად 8 პროცენტიდან 10,5 პროცენტამდე გაზარდა.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
„ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს; მისი თითოეული გადაწყვეტილება არის ოპტიმალური და ის ცდილობს მოძებნოს ოქროს შუალედი ფასების სტაბილურობის ყველაზე ნაკლები დანახარჯებით შესანარჩუნებლად. სწორედ ამას ემსახურება საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსი“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ინფლაციის შეჩერება - როგორ ებრძვის საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების ზრდას>>
მისი თქმით, ფასების სტაბილურობა ითვალისწინებს ინფლაციის ისეთი დონის არსებობას საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომელიც ოპტიმალურია მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ეს გახლავთ ცენტრალური ბანკების არსი და ამავდროულად სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისგან განმასხვავებელი ნიშანი – გადაწყვეტილებების მიღებისას თუ პოლიტიკის გატარებისას იფიქროს მათ გრძელვადიან შედეგსა თუ ეფექტიანობაზე“, – განუცხადა გვენეტაძემ დეპუტატებს.

საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის ივნისში, გასული წლის ივნისთან შედარებით) 12,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რეალურად ეროვნული ბანკის ხელში მხოლოდ მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორებია, ამიტომ მას ქვეყნის შიგნით ეკონომიკური სუბიექტების ხარჯვის შემცირება შეუძლია. მარტივი მოთხოვნა-მიწოდების ლოგიკით, თუ სუბიექტები ნაკლებს დახარჯავენ, კომპანიებიც ფასებს მეტად ვეღარ გაზრდიან.
როდიდან დაიკლებს ფასები და გაიაფდება თუ არა ცხოვრება?>>
„თუმცა, იმისათვის, რომ ადამიანებმა ხარჯვას მოუკლონ, საპროცენტო განაკვეთები უნდა გაიზარდოს, რათა ნაკლები სესხები გაიცეს. მაგრამ საპროცენტო განაკვეთების ზრდაც ცალკე ხარჯია მოსახლეობისთვის, რაც ჩვენ სრულად გააზრებული გვაქვს და რასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მან აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ცენტრალური ბანკების დილემა შოკების დროს და ამიტომაცაა, რომ ცენტრალური ბანკების პოლიტიკა მაქსიმალურად სწორი ბალანსის დაცვაა.
© Sputnikროგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2022 წლის ივნისი
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2022 წლის ივნისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2022 წლის ივნისი
ყველა ახალი ამბავი
0