https://sputnik-georgia.com/20220727/germaniam-gazis-moxmarebis-done-seamcira-268894349.html
ევროკომისიის სამოქმედო გეგმა: გერმანიამ გაზის მოხმარების დონე შეამცირა
ევროკომისიის სამოქმედო გეგმა: გერმანიამ გაზის მოხმარების დონე შეამცირა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. გერმანიაში გაზის მოხმარების დონე, შარშანდელთან შედარებით, უკვე 14-15%-ით დაბალია, განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და... 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T21:08+0400
2022-07-27T21:08+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
ევროკავშირი
ევროკომისია
ეკონომიკა
„გაზპრომი“
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260243543_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d5c11dca225c4fc465b9253c47c627f8.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. გერმანიაში გაზის მოხმარების დონე, შარშანდელთან შედარებით, უკვე 14-15%-ით დაბალია, განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.მანამდე ევროკომისიამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინა ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ენერგიის მოხმარების 15%-მდე შემცირებას გულისხმობს გაზისა და ენერგიის სხვა წყაროების დაზოგვის მიზნით.მისი თქმით, გერმანიას 23 გაზსაცავი აქვს, რომელთაგან 18 სავსეა 80%-ზე მეტით და ეს ძალიან კარგია, თუმცა ქვეყანას „გარკვეული პრობლემები აქვს დიდ გაზსაცავებთან დაკავშირებით, რადგან ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა „გაზპრომს“. მაგრამ მას შემდეგ, რაც „გაზპრომის“ საცავები გერმანიის კონტროლქვეშ გადავიდა, ისინი სწრაფად ივსება გაზით.ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანია, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ავსტრიას, ჩეხეთსა და უკრაინას მიაწვდის ბუნებრივ აირს.გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს ცნობით, დღეისათვის გაზსაცავები 65,9%-ით არის შევსებული.
გერმანია
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260243543_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_8210145ea982755501db944896bd638a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გერმანია , ევროკავშირი , ევროკომისია, ეკონომიკა, „გაზპრომი“, მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია , ევროკავშირი , ევროკომისია, ეკონომიკა, „გაზპრომი“, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. გერმანიაში გაზის მოხმარების დონე, შარშანდელთან შედარებით, უკვე 14-15%-ით დაბალია, განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.
მანამდე ევროკომისიამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინა ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ენერგიის მოხმარების 15%-მდე შემცირებას გულისხმობს გაზისა და ენერგიის სხვა წყაროების დაზოგვის მიზნით.
„თუ შარშანდელ მონაცემებს გადავხედავთ და არა რამდენიმე გასული წლისას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე ვართ [დაზოგვის] 14-15%-იან დონეზე — სეზონურობის გაუთვალისწინებლად. ვვარაუდობ, რომ გათბობის სეზონზე შეიძლება სხვა ვითარება იყოს, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ უზარმაზარ წარმატებას და მივაღწევთ ახალსაც. თუ გერმანია შეძლებს დაზოგოს 15%-ზე მეტი, ამაში არაფერი იქნება სამარცხვინო“, — განაცხადა ჰაბეკმა ბრიუსელში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის წინ.
მისი თქმით, გერმანიას 23 გაზსაცავი აქვს, რომელთაგან 18 სავსეა 80%-ზე მეტით და ეს ძალიან კარგია, თუმცა ქვეყანას „გარკვეული პრობლემები აქვს დიდ გაზსაცავებთან დაკავშირებით, რადგან ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა „გაზპრომს“. მაგრამ მას შემდეგ, რაც „გაზპრომის“ საცავები გერმანიის კონტროლქვეშ გადავიდა, ისინი სწრაფად ივსება გაზით.
ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანია, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ავსტრიას, ჩეხეთსა და უკრაინას მიაწვდის ბუნებრივ აირს.
გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს ცნობით, დღეისათვის გაზსაცავები 65,9%-ით არის შევსებული.