მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანია რუსეთს აღარ ენდობა: ბერლინში გაზის ნაკადის შემცირებაზე კომენტარი გააკეთეს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ბერლინი ვერ ხედავს დაბრკოლებებს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სთვის Siemens-ის ტურბინების მიწოდებაში, რუსეთის ქმედებებს ამ კუთხით „პოლიტიკურ თამაშად“, ხოლო მიწოდების შემცირებას კონტრაქტების შეუსრულებლობად აფასებს, განაცხადა გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა კრისტიანე ჰოფმანმა.

„მთავრობამ გაითვალისწინა „გაზპრომის“ მიერ მიწოდების შემცირება. ის ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. მიწოდებაზე კონტრაქტები ამ დროისთვის არ სრულდება. ჩვენ კვლავაც ვერ ვხედავთ ტექნიკურ მიზეზებს [გაზის მოცულობის შესამცირებლად]. გარემონტებული ტურბინა აქ არის. კანადელმა პარტნიორებმა ტურბინის მიწოდება შეათანხმეს და მადლობელი ვართ ამისთვის. ჩვენი აზრით, ტურბინის მიწოდებას არაფერი უშლის ხელს. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის პოლიტიკური ბრძოლა და ჩვენზე ეს შთაბეჭდილებას ვერ ახდენს“, — თქვა ჰოფმანმა ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიასა და რუსეთს შორის გაზის საკითხში თანამშრომლობის ძველი პრინციპი, რომელიც რუსეთიდან გაზის „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ მიწოდებას ითვალისწინებს, „აღარ შეესაბამება რეალობას“.
„ამაზე დაყრდნობა აღარ შეგვიძლია. ჩვენ მოვემზადეთ ამ სიტუაციისთვის, დროულად მივიღეთ მრავალი ზომა გაზის იმპორტის დივერსიფიკაციისთვის. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალ ზომებზე", — დასძინა ჰოფმანმა.
მანამდე რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ გაავრცელა განცხადება, რომ დღეიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება 20%-მდე შემცირდა. ამის მიზეზად კომპანიამ კანადაში გარემონტებული ტურბინის დაუბრუნებლობა და კიდევ ერთი ტურბინის გაჩერება დაასახელა „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურზე.
როგორც „გაზპრომში“ აცხადებენ, ამ დროისათვის კვლავ უცნობია, სად იმყოფება გარემონტებული ტურბინა, ვინაიდან გერმანია მის ადგილმდებარეობას არ ამხელს, ხოლო Siemens-ის მიერ ტურბინის დაბრუნების შესახებ დოკუმენტები ჯერ კიდევ არ ხსნის სანქციების რისკებს და მხოლოდ დამატებით კითხვებს აჩენს.
ყველა ახალი ამბავი
0