„გაზპრომმა“ დაპირება შეასრულა: რუსული გაზის მიწოდება 20%-მდე შემცირდა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. რუსული გაზის მიწოდება ევროპაში მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით, რომელიც გაზის ექსპორტის მთავარი მარშრუტია, 27 ივლისის 07:00 საათიდან განახევრდა, იუწყება „გაზპრომი“.
კომპანიაში ამის მიზეზად კიდევ ერთი ტურბინის გაჩერებას ასახელებენ „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურზე.
გამომდინარე იქიდან, რომ Siemens-ის მიერ „გაზპრომისთვის“ უკვე გარემონტებული ტურბინა ჯერ კიდევ არ ჩასულა რუსეთში (მისი გადაცემის დრო ჯერ კიდევ გაურკვეველია), ამასობაში კი მეორე ტურბინაც გაჩერდა, დღეიდან ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით გაზის მიწოდება დღეში 33 მილიონ კუბურ მეტრამდე (20%) შეუმცირდა. მანამდე გადაქაჩული აირის რაოდენობა დღეში 67 მლნ კუბური მეტრი იყო.
როგორც „გაზპრომში“ აცხადებენ, ამ დროისათვის კვლავ უცნობია, სად იმყოფება გარემონტებული ტურბინა, ვინაიდან გერმანია მის ადგილმდებარეობას არ ამხელს. ხოლო Siemens-ის მიერ ტურბინის დაბრუნების შესახებ დოკუმენტები ჯერ კიდევ არ ხსნის სანქციების რისკებს და მხოლოდ დამატებით კითხვებს აჩენს.
რაც შეეხება თავად Siemens Energy-ს, კომპანიაში ვერ ხედავენ კავშირს ტურბინასა და „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით მიწოდების შემცირებას შორის.
ამ ფონზე უკვე ზედიზედ მესამე დღეა, რაც ევროპაში გაზის ფასი იზრდება. როგორც CNN წერს წყაროებზე დაყრდნობით, აშშ-ში შიშობენ, რომ რუსული გაზის მიწოდების შემცირება ევროკავშირის ქვეყნებს შორის განხეთქილებას გამოიწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0