ევროპაში პანიკაა გაზის მიწოდების შემცირებაზე „გაზპრომის“ განცხადების შემდეგ - მასმედია

© AFP 2024 / DAMIEN MEYERგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები დღეს ბრიუსელში შეიკრიბებიან და გაზის ეკონომიის საგანგებო გეგმაზე იმსჯელებენ.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ევროპაში პანიკა დაიწყო მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ გაზის ტრანზიტის მოცულობას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით დღე-ღამეში 33 მლნ კუბურ მეტრამდე ამცირებს, წერს ბრიტანული გაზეთი Express-ის მიმომხილველი ჯეიკობ პოლი, იუწყება Sputnik–ყირგიზეთი.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ამაზე მყისიერი რეაქცია გამოავლინეს – დღეს ბრიუსელში გაზის ეკონომიის საგანგებო გეგმის განხილვისთვის შეხვედრაა დანიშნული.

„მოვლენების სწორედ ამგვარი განვითარებისა ეშინოდა ევროკომისიას“, – ნათქვამია სტატიაში.

ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გადაქაჩვის სიმძლავრე 40 პროცენტამდე შეამცირა და ეს რემონტის შემდეგ Siemens-ის ტურბინის დაბრუნებაზე დაყოვნებით ახსნა. ივლისის დასაწყისში კანადა ტურბინის გერმანიაში დაბრუნებაზე დათანხმდა, რათა ის შემდეგ რუსეთისთვის გადაეცათ.
გამოცხადებულია ფორსმაჟორი: „გაზპრომი“ გერმანიას გაზის მიწოდების გარანტიას ვერ აძლევს>>
მაგისტრალმა მუშაობა 21 ივლისს, გეგმური ტექმომსახურების შემდეგ აღადგინა, თუმცა „გაზპრომმა“ 27 ივლისიდან Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინის ექსპლუატაციის შეჩერება გადაწყვიტა, რის შემდეგაც „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით მიწოდება დღე-ღამეში 33 მლნ კუბურ მეტრზე მეტი არ იქნება.
„კაპიტალურ რემონტამდე შუა სარემონტო სამუშაოების ვადების დამთავრებასთან დაკავშირებით „გაზპრომი“ აჩერებს Siemens-ის კიდევ ერთი გაზოტურბინის ძრავის ექსპლუატაციას კომპრესორულ სადგურ „პორტოვაიაზე“. „პორტოვაიას“ სადღეღამისო წარმოება მოსკოვის დროით 27 ივლისის 7:00 საათიდან დღე-ღამეში 33 მლნ კუბურ მეტრამდე იქნება“, – აღნიშნულია ჰოლდინგის განცხადებაში Telegram–არხზე.
ევროპა რუსული გაზის სრული გათიშვისთვის ემზადება>>
ამ ფონზე გაზის ღირებულება ევროპაში 8%-ით გაიზარდა და 1 ათას კუბურ მეტრზე 1.850 დოლარს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0