https://sputnik-georgia.com/20220719/gazpromi-germanias-gazis-miwodebis-ganrantias-ver-azlevs-268650904.html
გამოცხადებულია ფორსმაჟორი: „გაზპრომი“ გერმანიას გაზის მიწოდების გარანტიას ვერ აძლევს
გამოცხადებულია ფორსმაჟორი: „გაზპრომი“ გერმანიას გაზის მიწოდების გარანტიას ვერ აძლევს
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ რამდენიმე ევროპულ კომპანიას აცნობა, რომ „საგანგებო“ გარემოებების გამო გაზის მიწოდების გარანტიას ვერ... 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T11:40+0400
2022-07-19T11:40+0400
2022-07-19T15:39+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
გერმანია
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა
ეკონომიკა
„გაზპრომი“
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252227405_0:116:3233:1934_1920x0_80_0_0_dfbfc994179ed9306a3c658c50563ed0.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ რამდენიმე ევროპულ კომპანიას აცნობა, რომ „საგანგებო“ გარემოებების გამო გაზის მიწოდების გარანტიას ვერ მისცემს, იუწყება Reuters-ი.„გაზპრომის“ 14 ივლისის წერილში ნათქვამია, რომ ფორსმაჟორული მდგომარეობა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით მიწოდებებს ეხება, რომელიც გაზს გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს აწვდის, და რომელიც ამ დროისათვის გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამოა შეჩერებული. წესით, სამუშაოები 21 ივლისს უნდა დასრულდეს. წერილის მიღება უკვე დაადასტურა გერმანულმა იმპორტიორმა კომპანია Uniper-მა, რომელმაც „გაზპრომის“ პრეტენზია უსაფუძვლოდ შეაფასა.ამასთან სააგენტო Bloomberg-ი წერს, რომ წერილის მიღება ასევე დაადასტურა კიდევ ერთმა გერმანულმა კომპანიამ — RWE-მ, თუმცა იქ უარი თქვეს კომენტარზე და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე.მანამდე, 16 ივნისს „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით გაზის მიწოდებების დონე 40%-მდე (67 მლნ კუბური მეტრი დღეში) შეამცირა იმ მოტივით, რომ გაზსადენს პრობლემები ჰქონდა ტურბინის არარსებობის გამო. ოტავა უარს ამბობდა ტურბინის დაბრუნებაზე, რადგან კანადის ხელისუფლებამ სანქციები დააწესა „გაზპრომის“ წინააღმდეგ და აღჭურვილობის რუსეთში გატანა აკრძალა. თუმცა საბოლოოდ კანადა, გერმანიის თხოვნით, დათანხმდა ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნებას. მოგვიანებით, 11 ივლისს „გაზპრომმა“ საერთოდ შეაჩერა ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზეზით, რომელიც, წესით, 21 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს. Financial Times-ის წყაროების თანახმად, გერმანიის მთავრობა იმთავითვე შიშობდა, რომ რუსეთი, გაზსადენის ყოველწლიური ტექნიკური მომსახურების მომიზეზებით, მთლიანად შეუწყვეტდა გაზის მიწოდებას ქვეყანას და ამასთან გააჭიანურებდა სამუშაოებს.წყარო: Reuters
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252227405_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_e1cbedac344f31dc0723c375cb2726d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, გერმანია , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, ეკონომიკა, „გაზპრომი“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, გერმანია , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, ეკონომიკა, „გაზპრომი“
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ რამდენიმე ევროპულ კომპანიას აცნობა, რომ „საგანგებო“ გარემოებების გამო გაზის მიწოდების გარანტიას ვერ მისცემს, იუწყება Reuters-ი.
„გაზპრომის“ 14 ივლისის წერილში ნათქვამია, რომ ფორსმაჟორული მდგომარეობა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით მიწოდებებს ეხება, რომელიც გაზს გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს აწვდის, და რომელიც ამ დროისათვის გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამოა შეჩერებული. წესით, სამუშაოები 21 ივლისს უნდა დასრულდეს.
წერილის მიღება უკვე დაადასტურა გერმანულმა იმპორტიორმა კომპანია Uniper-მა, რომელმაც „გაზპრომის“ პრეტენზია უსაფუძვლოდ შეაფასა.
„ეს ჟღერს როგორც პირველი მინიშნება იმაზე, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით გაზის მიწოდება შესაძლოა ათდღიანი ტექნიკური მომსახურების შემდეგ არ განახლდეს“, – განაცხადა ენერგეტიკის გერმანელმა ექსპერტმა ჰანს ვან კლიფმა.
ამასთან სააგენტო Bloomberg-ი წერს, რომ წერილის მიღება ასევე დაადასტურა კიდევ ერთმა გერმანულმა კომპანიამ — RWE-მ, თუმცა იქ უარი თქვეს კომენტარზე და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე.
„წერილმა გააძლიერა ევროპის შიში, რომ მოსკოვმა შესაძლოა არ განაახლოს [ჩრდილოეთის ნაკადი-1-ით] მიწოდებები მას შემდეგ, რაც ტექნიკური სამუშაოები დასრულდება. ეს იქნება პასუხი ანტირუსულ სანქციებზე, რაც ენერგეტიკულ კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა რეგიონში რეცესია გამოიწვიოს“, – წერს Reuters-ი.
მანამდე, 16 ივნისს „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით გაზის მიწოდებების დონე 40%-მდე (67 მლნ კუბური მეტრი დღეში) შეამცირა იმ მოტივით, რომ გაზსადენს პრობლემები ჰქონდა ტურბინის არარსებობის გამო. ოტავა უარს ამბობდა ტურბინის დაბრუნებაზე, რადგან კანადის ხელისუფლებამ სანქციები დააწესა „გაზპრომის“ წინააღმდეგ და აღჭურვილობის რუსეთში გატანა აკრძალა. თუმცა საბოლოოდ კანადა, გერმანიის თხოვნით, დათანხმდა ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნებას.
მოგვიანებით, 11 ივლისს „გაზპრომმა“ საერთოდ შეაჩერა ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზეზით, რომელიც, წესით, 21 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს. Financial Times-ის წყაროების თანახმად, გერმანიის მთავრობა იმთავითვე შიშობდა, რომ რუსეთი, გაზსადენის ყოველწლიური ტექნიკური მომსახურების მომიზეზებით, მთლიანად შეუწყვეტდა გაზის მიწოდებას ქვეყანას და ამასთან გააჭიანურებდა სამუშაოებს.