მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპა რუსული გაზის სრული გათიშვისთვის ემზადება

© AP Photo / Dmitry Lovetsky
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის მოწოდების სრული შეწყვეტისთვის, ეს მოვლენების განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარია, განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა ექს-ან-პროვანსის ეკონომიკურ ფორუმზე, იუწყება AFP.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა დღეს „ყველაზე სავარაუდო ვარიანტია“, საფრანგეთი „საბრძოლო ფორმაში უნდა მოვიდეს“ და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა დააჩქაროს.
როგორც ტოპ-მენეჯერებმა განაცხადეს ეკონომიკურ კონფერენციაზე, ისინი უკვე ემზადებიან ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვისთვის.

„რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის ის, რომ ჩვენი ქვაბები განვაახლეთ, რათა მათ გაზზე ან ნავთობზე მუშაობა შეძლონ. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია ნახშირზეც კი გადავიდეთ. ჩვენი მიზანია თავიდან ავიცილოთ ქარხნის დახურვა, თუ დეფიციტს გადავაწყდებით“, — განაცხადა მსოფლიოში საბურავების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის Michelin-ის ხელმძღვანელმა ფლორან მენეგომ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაზის დეფიციტია მოსალოდნელი, ნავთობი კვლავ იქნება ხელმისაწვდომი.
ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ გერმანიას Nord Stream-1-ით გაზის გადაქაჩვები შეუმცირა. გარდა ამისა, 11-21 ივლისს რუსეთი, გეგმიური პროფილაქტიკის მიზნით, გერმანიაში გადატუმბვის შეჩერებას აპირებს. ქვეყანაში შიშობენ, რომ რუსული მხარე გაზს სრულად გათიშავს. გამომდინარე აქედან, ევროპაში წარმოება გაზზე უფრო ბინძურ საწვავს — ნავთობს მიმართავს. რაც შეეხება საფრანგეთს, ის ელექტროენერგიაზე საჭიროების 70%-ს თავისივე ატომური ენერგიით იკმაყოფილებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ის გაცილებით ნაკლებადაა პირდაპირ დამოკიდებული რუსულ გაზზე, ვიდრე მეზობელი გერმანია.
ამასთან კრემლი უარყოფს „ნებისმიერ მინიშნებასა“ და განცხადებებს, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს „პოლიტიკური ზეწოლის იარაღად“ იყენებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ასრულებს თავის ვალდებულებებს და „კვლავინდებურად შეუძლია ევროპის სრული ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტირება“.
ყველა ახალი ამბავი
0