დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივლისი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 27 ივლისია, სამშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
კარგი დღეა ნებისმიერი ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის. თამამად შეგიძლიათ სიტყვიდან საქმეზე გადასვლა. მოუსმინეთ ინტუიციას და გაითვალისწინეთ მისი მინიშნებები. ხელსაყრელი დროა ფინანსური პროექტების განხორციელებისთვის, თუმცა შოპინგის დროს იფრთხილეთ - არის რისკი, რომ უსარგებლო ნივთები იყიდოთ და ფული წყალში გადაყაროთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივლისი>>
ვერძი: არაა გამორიცხული, რომ სიხარბესა ან შურს წააწყდეთ. შესაძლოა, ეს თქვენკენ იყოს მომართული, ან თავად იგრძნოთ შური ვინმეს მიმართ. ეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ ადამიანებთან შეხვედრებს, რომელთაც თქვენზე მეტი შემოსავლები ან წარმატებები აქვთ. არ ღირს საკუთარი გამარჯვებების სახალხოდ გამოფენა, რომ ამან სხვებში არ გამოიწვიოს შური.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
კურო: პრაქტიკულად ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი აზარტი მოგცემთ მიმართულებას. აუცილებელი არაა მეგობრებთან ნაძლევის დადება ან ფსონის ჩამოსვლა კაზინოში. აზარტი, პირველ რიგში, გამოვლინდება თქვენს სურვილში, რომ რაღაც სხვებზე უკეთესად გააკეთოთ. მეტოქეობა, გამოგონილი იქნება ეს თუ რეალური, ბიძგს მოგცემთ როგორც სამუშაოზე, ისე ყოფასა და სიყვარულში.
ტყუპი: არაა გამორიცხული, რომ დღევანდელი მოვლენების წყალობით ჩიხში მოექცეთ, ან ნამდვილ ამოუცნობ საიდუმლოს შეეჯახოთ. დღეს ინტუიცია ჭარბობს ლოგიკას. რა გამოცანის ამოხსნასაც არ უნდა ეცადოთ, ამის გაკეთება დედუქციის წყალობით გაგიჭირდებათ. სამაგიეროდ ამ დანაკლისს ინტუიცია შეავსებს, რომელიც სათანადო სიმაღლეზე იქნება.
კირჩხიბი: დღეს განწყობა გაქვთ ისეთი, რომ რაღაც ახლის გამოცდაზე უარს არ იტყოდით. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, ნამდვილად ღირს, რომ მასთან გაატაროთ საღამო და ჩვეულ სცენარს გადაუხვიოთ. თუ მარტოხელა ბრძანდებით, დღე გაძლევთ ახალი ნაცნობობისა და თამამი ექსპერიმენტების შესაძლებლობას. გარდა ამისა, თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მთელი სიმძლავრით იმუშავებს და ეს შეგიძლიათ შემოქმედებისთვის გამოიყენოთ.
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
ლომი: დღეს შეიძლება დიდი პრობლემები შეგექმნათ თვითორგანიზებასთან დაკავშირებით. გაგიჭირდებათ ყოველდღიური საქმეების ჩვეულ ტემპში შესრულება. გონებაგაფანტულობის გამო, არაა გამორიცხული, საქმეები ჩაგეშალოთ. სჯობს, არ ეცადოთ სიტუაციის „გამოსწორება". პატარა ტაიმ–აუტი აიღეთ. დასვენება და გართობა გჭირდებათ, საქმეები კი მოიცდის.
ქალწული: დღეს ფორტუნა გაგიღიმებთ, ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. შესაძლოა, გაგიმართლოთ სიყვარულში, ან მიიღოთ თანხა, რომლის იმედიც აღარ გქონდათ, რაღაც სასიამოვნო სიახლის შესახებ შეიტყოთ. თუ აპირებთ გეგმის განხორციელებას, რომელშიც იღბლიანობასაც უნდა ენდოთ, ამისთვის სწორედ რომ საუკეთესო დროა.
სასწორი: დღეს თქვენი მოთმინების ფიალა ფიალა კი არა, ჩაის კოვზზე პატარაა. თუ სხვა დროს რამე მოვლენას ყურადღებასაც კი არ მიაქცევდით, დღეს ამან წყობილებიდან შეიძლება გამოგიყვანოთ. ეს ეხება ირონიას (თუნდაც უწყინარს), კრიტიკას. იმისთვის, რომ თქვენი ემოციები ვინმეს არ დაატეხოთ თავს, სჯობს, ის უსაფრთხო კალაპოტში მიმართოთ, მაგალითად, ფიზიკურ ვარჯიშში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2018
ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი
მორიელი: დღეს ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, ნაკარნახევი იქნება ისეთი "რკინისებრი" არგუმენტებით, როგორიცაა „მინდა" და „არ მინდა". მთელი დღე სურვილების ტყვეობაში იქნებით. წამიერი სურვილების აყოლით რომ შეცდომები არ დაუშვათ, სჯობს, მოუსმინოთ მეგობრებსა და ახლობლებს. უბრალოდ, სიტყვაზე ენდეთ – გვერდიდან ყველაფერი უფრო კარგად მოჩანს.
მშვილდოსანი: დღეს მომძლავრებული ემოციურობის გამო ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კონტრასტულ ფერებში დაინახავთ, ნებისმიერი საბაბის გამო შეიძლება აღფრთოვანდეთ ან პირიქით, უხასიათოდ შეიქმნეთ. თუ შეძლებთ თქვენი მძლავრი ემოციების გაკონტროლებას, მაშინ დღე ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.
თხის რქა: თუ მოინდომებთ, დღეს საჭირო ადამიანებზე სათანადო შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. ამისთვის საკმარისია, მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ, არ მოგერიდოთ გარშემომყოფებისთვის თქვენი ნიჭის ჩვენება, უნარის, რომ შეგიძლიათ სწორად მოქმედება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე არასტანდარტულ გარემოშიც კი.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
მერწყული: არის რისკი, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაც მოვლენების ან, შესაძლოა, ინტრიგების ქსელში აღმოჩნდეთ ჩართული. გარშემომყოფები, თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან. შესაძლოა, შემოგთავაზონ რამეში მონაწილეობა, ან გაგიზიარონ ჭორები, რომ შემდეგ ეს ინფორმაცია გაავრცელოთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შორს დაიჭიროთ სხვისი საქმეებისგან.
თევზები: დღეს ემოციებისა და ურთიერთობების მორევში გადაეშვებით. მზად ხართ მოულოდნელი და იმპულსური ქმედებებისთვის. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს: გრძნობები, ახალი ნაცნობობა, მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ფლირტი. სჯობს, თავი არ დაკარგოთ და კონტროლი ხელიდან არ გაუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში არის ალბათობა იმისა, რომ რაღაცის ზღვარი დაარღვიოთ.
ყველა ახალი ამბავი
0