https://sputnik-georgia.com/20220725/dris-astroprognozi-25-ivlisi-268809900.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივლისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივლისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T00:15+0400
2022-07-25T00:15+0400
2022-07-25T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24464/58/244645880_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_c2a38689f510438509fd4327fc21224c.jpg
დღეს 2022 წლის 25 ივლისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მთვარემფარველობს.დღე წარმატებით ჩაივლის, თუ დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ გადადგამთ და არ გარისკავთ იქ, სადაც შესაძლებელია, მას გვერდი აუაროთ. ემოციური ფონი შეიძლება დაძაბული იყოს, მაგრამ ეცადეთ, შეინარჩუნოთ წონასწორობა და არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის, ურთიერთობებისთვის.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივლისი>>ვერძი: დღის დასაწყისში ასმაგად ყურადღებით უნდა იყოთ. არ ღირს რაღაც სურვილებზე აყოლა, თქმა და გაკეთება იმის, რაც პირველი მოგივათ თავში. ეცადეთ, არ გამოგეპაროთ მხედველობიდან ირგვლივ განვითარებული მოვლენები. შესაძლოა, რაღაც ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს და ის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.კურო: მოკრძალების გარეშე შეგიძლიათ ილაპარაკოთ თქვენს გამარჯვებებზე. გელოდებათ სასარგებლო ნაცნობობა, შეხვედრები, რომლებიც ახალ კარს გახსნიან თქვენ წინაშე საქმიან სფეროში. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობებისთვისაც. ადვილად გამონახავთ საერთო ენას ადამიანთან, რომლის მიმართ გულგრილი არ ხართ.ტყუპი: გაჩნდება ახალი საქმეები, რის გამოც გეგმებზე უარის თქმა შეიძლება მოგიწიოთ.ნერვიულობა არ ღირს, რადგან რაც მნიშვნელოვანია, მას აუცილებლად გააკეთებთ. საქმეებთან გამკლავებაში საიმედო ადამიანების რჩევები დაგეხმარებათ. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები.კირჩხიბი: ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვა საოცრად ადვილი იწნება. მოიპოვებთ ახალი ნაცნობების სიმპათიას. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები, საინტერესო საუბრები. პრობლემებს, რომლებიც საკმაოდ რთული გეჩვენებოდათ, სწარაფად გაუმკლავდებით, რადგან იპოვით მიზნისკენ მიმავალ საკუთარ გზას.ლომი: მრავალფეროვანი და დატვირთული დღე გელოდებათ. ახალ საქმეებს ენთუზიაზმით შეუდგებით და მალე მიაღწევთ პირველ წარმატებებს. ბევრ თქვენგანს გამოადგება დიპლომატიური ნიჭი – შეძლებთ ნაჩხუბარი ადამიანების შერიგებას, ძველი კავშირების აღდგენას. საღამო კარგი დროა ოჯახური ღონისძიებებისთვის.ქალწული: ახლობლებისა და მეგობრების დახმარების წყალობით საქმეებს და შესაძლოა სირთულეებს მალე გაუმკლავდებით. ბევრ თქვენგანს ელოდება საინტერესო შეხვედრები. არაა გამორიცხული, რომ ერთ–ერთ ასეთ შეხვედრას რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსების თვალსაზრისით.სასწორი: სწრაფად გაუმკლავდებით ბევრ ამოცანას და მათ შორის ისეთს, რომლებიც სხვებმა ვერ დაძლიეს. განსაკუთრებულად ხელსაყრელი დღეა პროფესიული თვალსაზრისით. დღევანდელმა დღემ, შესაძლოა, თქვენი სამომავლო კარიერული წინსვლა განსაზღვროს. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელოდებათ.მორიელი: თუ დილიდან მნიშვნელოვან საქმეებს შეუდგებით, დღე ნაყოფიერი იქნება. სირთულეებმა არ შეგაშინოთ – მათ მალე ჩამოიტოვებთ უკან. დღის მეორე ნახევარი, სავარაუდოდ, ქაოსის გარეშე არ ჩაივლის. გარშემომყოფები ჩაერევიან თქვენ საქმეები, მოგაცდენენ. თუმცა თქვენ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და კარგ ურთიერთობებს მათთან.მშვილდოსანი: კარგი დღეა ახალ ნაცნობებთან შეხვედრისა და ურთიერთობებისთვის. დაუბრისთვის საინტერესო თემები გექნებათ. შეიძლება ბევრი სასარგებლო ინფორმაცია შეიტყოთ. სერიოზული საქმეებისთვის დღის პირველი ნახევარი გამოყავით, რადგან მოგვიანებით ემოციური ფონი შეიძლება დაიძაბოს და გონების მოკრება გაგიჭირდეთ.თხის რქა: ილაპარაკეთ მომავალზე, გეგმებზე. შეძლებთ ახალი მოკავშირეების მოძებნას, ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმებას. კარგი დღეა სწავლისთვის. ფინანსური საკითხების გადაჭრა არ იჩქაროთ. დაფიქრდით კარგად, სანამ რამეს იყიდით. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საგრძნობი იქნება რომანტიკულ ურთიერთობებში.მერწყული: კარგი დღეა რთული საქმეების გასაკეთებლად. მიიღებთ შესანიშნავ შედეგებს. დღის პირველ ნახევარში მეტი კატეგორიულობა გმართებთ – ასე სწრაფად მიაღწევთ იმას, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით. წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ და არ გაბრაზდეთ. სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მოუსმინეთ ინტუიციას.თევზები: დატვირთული, მაგრამ საინტერესო დღე გელოდებათ. საქმე ბევრი გამოჩნდება, თუმცა ეს არ შეგაშინებთ. შესაძლებელია ადამიანების გაცნობა, რომლებიც თქვენი მოკავშირე ან მეგობრები გახდებიან. გექნებათ მომგებიანი გარიგებების შანსი. საღამო კარგი დროა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან დროის გასატარებლად.
https://sputnik-georgia.com/20170201/mamakacebisTvis-endeT-fsiqologebs-imsjeleT-qalze-misi-dabadebis-Tvis-mixedviT-234709513.html
https://sputnik-georgia.com/20190724/zodiaqos-mouTvinierebeli-niSnebi-246028589.html
https://sputnik-georgia.com/20210712/zodiaqos-yvelaze-wuwuna-niSnebi-252262636.html
https://sputnik-georgia.com/20220707/rogor-umklavdebian-zodiaqos-nisnebi-gansorebas-268285907.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24464/58/244645880_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_7b0f33bb48f46764516fea919b061980.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივლისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 25 ივლისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მთვარემფარველობს.
დღე წარმატებით ჩაივლის, თუ დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ გადადგამთ და არ გარისკავთ იქ, სადაც შესაძლებელია, მას გვერდი აუაროთ. ემოციური ფონი შეიძლება დაძაბული იყოს, მაგრამ ეცადეთ, შეინარჩუნოთ წონასწორობა და არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის, ურთიერთობებისთვის.
ვერძი: დღის დასაწყისში ასმაგად ყურადღებით უნდა იყოთ. არ ღირს რაღაც სურვილებზე აყოლა, თქმა და გაკეთება იმის, რაც პირველი მოგივათ თავში. ეცადეთ, არ გამოგეპაროთ მხედველობიდან ირგვლივ განვითარებული მოვლენები. შესაძლოა, რაღაც ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს და ის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
კურო: მოკრძალების გარეშე შეგიძლიათ ილაპარაკოთ თქვენს გამარჯვებებზე. გელოდებათ სასარგებლო ნაცნობობა, შეხვედრები, რომლებიც ახალ კარს გახსნიან თქვენ წინაშე საქმიან სფეროში. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობებისთვისაც. ადვილად გამონახავთ საერთო ენას ადამიანთან, რომლის მიმართ გულგრილი არ ხართ.
ტყუპი: გაჩნდება ახალი საქმეები, რის გამოც გეგმებზე უარის თქმა შეიძლება მოგიწიოთ.ნერვიულობა არ ღირს, რადგან რაც მნიშვნელოვანია, მას აუცილებლად გააკეთებთ. საქმეებთან გამკლავებაში საიმედო ადამიანების რჩევები დაგეხმარებათ. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები.
კირჩხიბი: ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვა საოცრად ადვილი იწნება. მოიპოვებთ ახალი ნაცნობების სიმპათიას. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები, საინტერესო საუბრები. პრობლემებს, რომლებიც საკმაოდ რთული გეჩვენებოდათ, სწარაფად გაუმკლავდებით, რადგან იპოვით მიზნისკენ მიმავალ საკუთარ გზას.
ლომი: მრავალფეროვანი და დატვირთული დღე გელოდებათ. ახალ საქმეებს ენთუზიაზმით შეუდგებით და მალე მიაღწევთ პირველ წარმატებებს. ბევრ თქვენგანს გამოადგება დიპლომატიური ნიჭი – შეძლებთ ნაჩხუბარი ადამიანების შერიგებას, ძველი კავშირების აღდგენას. საღამო კარგი დროა ოჯახური ღონისძიებებისთვის.
ქალწული: ახლობლებისა და მეგობრების დახმარების წყალობით საქმეებს და შესაძლოა სირთულეებს მალე გაუმკლავდებით. ბევრ თქვენგანს ელოდება საინტერესო შეხვედრები. არაა გამორიცხული, რომ ერთ–ერთ ასეთ შეხვედრას რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსების თვალსაზრისით.
სასწორი: სწრაფად გაუმკლავდებით ბევრ ამოცანას და მათ შორის ისეთს, რომლებიც სხვებმა ვერ დაძლიეს. განსაკუთრებულად ხელსაყრელი დღეა პროფესიული თვალსაზრისით. დღევანდელმა დღემ, შესაძლოა, თქვენი სამომავლო კარიერული წინსვლა განსაზღვროს. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელოდებათ.
მორიელი: თუ დილიდან მნიშვნელოვან საქმეებს შეუდგებით, დღე ნაყოფიერი იქნება. სირთულეებმა არ შეგაშინოთ – მათ მალე ჩამოიტოვებთ უკან. დღის მეორე ნახევარი, სავარაუდოდ, ქაოსის გარეშე არ ჩაივლის. გარშემომყოფები ჩაერევიან თქვენ საქმეები, მოგაცდენენ. თუმცა თქვენ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და კარგ ურთიერთობებს მათთან.
მშვილდოსანი: კარგი დღეა ახალ ნაცნობებთან შეხვედრისა და ურთიერთობებისთვის. დაუბრისთვის საინტერესო თემები გექნებათ. შეიძლება ბევრი სასარგებლო ინფორმაცია შეიტყოთ. სერიოზული საქმეებისთვის დღის პირველი ნახევარი გამოყავით, რადგან მოგვიანებით ემოციური ფონი შეიძლება დაიძაბოს და გონების მოკრება გაგიჭირდეთ.
თხის რქა: ილაპარაკეთ მომავალზე, გეგმებზე. შეძლებთ ახალი მოკავშირეების მოძებნას, ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმებას. კარგი დღეა სწავლისთვის. ფინანსური საკითხების გადაჭრა არ იჩქაროთ. დაფიქრდით კარგად, სანამ რამეს იყიდით. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საგრძნობი იქნება რომანტიკულ ურთიერთობებში.
მერწყული: კარგი დღეა რთული საქმეების გასაკეთებლად. მიიღებთ შესანიშნავ შედეგებს. დღის პირველ ნახევარში მეტი კატეგორიულობა გმართებთ – ასე სწრაფად მიაღწევთ იმას, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით. წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ და არ გაბრაზდეთ. სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მოუსმინეთ ინტუიციას.
თევზები: დატვირთული, მაგრამ საინტერესო დღე გელოდებათ. საქმე ბევრი გამოჩნდება, თუმცა ეს არ შეგაშინებთ. შესაძლებელია ადამიანების გაცნობა, რომლებიც თქვენი მოკავშირე ან მეგობრები გახდებიან. გექნებათ მომგებიანი გარიგებების შანსი. საღამო კარგი დროა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან დროის გასატარებლად.