დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივლისი

© AP Photo / Andres Kudackiვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 24 ივლისია, კვირა. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მზემფარველობს.
თვითნებობის დღეა, ამიტომ გარშემომყოფებისგან წესრიგსა და დისციპლინას ნუ დაელოდებით. სხვაზე ზეწოლისა და მით უფრო, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის ნებისმიერ მცდელობას მკაცრი წინააღმდეგობა მოჰყვება. მოსალოდნელია კამათი, თან არაერთი. თუ გინდათ, გამარჯვებული გამოხვიდეთ, ნუ ეცდებით ოპონენტისთვის კამათში მოგებას, აჯობებს, თუ მასთან საერთო ინტერესებს გამონახავთ და პირად კონტაქტს დაამყარებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ივლისი>>
ვერძი: დღეს ძალზე ენერგიული ხართ. ამის წყალობით უამრავი სხვადასხვა საქმის გაკეთება–გადაკეთება შეგიძლიათ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს მოუთმენლობა და ზედმეტი აჩქარებაა. სწორედ ამის გამო შეიძლება მიატოვოთ ზოგიერთი საქმე შუა გზაზე. სჯობს, მხოლოდ იმას მოჰკიდოთ ხელი, რაც მართლა მნიშვნელოვანია, დანარჩენი კი შემდეგისთვის გადადოთ.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
კურო: დღეს თქვენი საქმეები წარმატებით წარიმართება. ეს, პირველ რიგში ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ბიზნესი, ფული, მუშაობა, სწავლა, დიდი პროექტები რემონტის ან აგარაკის ყიდვის სახით. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ სარგებლის მომტან ნაცნობობას გააბამთ. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელი კონტაქტები კარიერულ წინსვლაში ან შემოსავლების გაზრდაში დაგეხმაროთ.
ტყუპი: დღეს უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ. იგრძნობთ, რომ ბედნიერება თქვენ ხელშია და იმოქმედებთ ფორმულის მიზედვით: „თუ გინდა ბედნიერი იყო, იყავი ბედნიერი“. ხართ ნებისყოფით აღსავსე, ორგანიზებული, მიზანსწრაფული; შეგიძლიათ, აკონტროლოთ სიტუაცია და წინ თავდაჯერებულად იაროთ. თუ ამბიციური და მომავლისკენ მიმართული გეგმა გაქვთ, დროა, მოქმედება დაიწყოთ.
კირჩხიბი: დღეს შემოქმედებითი განწყობა გეწვევათ. თუნდაც შორს იყოთ ბოჰემური წრეებისგან, ნებისმიერ, თუნდაც პროზაულ საქმეში შემოქმედებით ნაპერწკალს იგრძნობთ. ყველა სფეროში შეგიძლიათ თავის გამომჟღავნება და კრეატივის ცინცხალი ნაკადის შეტანა. ვარსკვლავები გირჩევენ, ჩაატაროთ ექსპერიმენტები, სადაც ეს შესაძლებელია. აქ საკუთარი იმიჯიც მოიაზრება.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2019
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ლომი: დღეს მეოცნებე ხართ – თუნდაც გარემოებამ თქვენი ოცნებების ღრუბლებიდან მიწაზე სასწრაფო დაშვება მოითხოვოს, ამის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ. თქვენი კაშკაშა ფანტაზიები რეალობას დაჩრდილავს. ამა თუ იმ ხარისხით ეს ყველას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც შეყვარებულია ან ეძებს სიყვარულს. შეიძლება ითქვას, რომ ნაცრისფერ ყოველდღიურ რეალობას ოცნებებს ამჯობინებთ.
ქალწული: არ არის გამორიცხული, რომ დღეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი და საინტერესო შემოვიდეს. ეს შეიძლება იყოს ახალი ეტაპი, ახალი ადამიანები, ახალი გატაცება, გრძნობები, ადგილები... ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ მიმდინარე მოვლენებს. ინერტულობას თუ გადალახავთ, არ ინანებთ – განა რა უნდა იყოს მრავალფეროვნებასა და პერსპექტივებზე უკეთესი?
სასწორი: გაგიჭირდებათ ყოველდღიურ საქმეებზე გულისყურის მიპყრობა – ირგვლივ ხომ ამდენი საინტერესო რამ ხდება. უპასუხისმგებლო განწყობის გამო შეიძლება შეცდომა შეცდომაზე დაუშვათ. თუ ვინმე თქვენგან მოვალეობების შესრულებას მოითხოვს, შესაძლოა, აბუნტდეთ კიდეც და ყველა საქმე მიატოვოთ. სწორედ ამიტომ მხოლოდ ის საქმე გააკეთეთ, რომელიც მართლა გაინტერესებთ.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2018
ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა"
მორიელი: დარწმუნებული ხართ თქვენს ქმედებებში და ბოლომდე გინდათ საკუთარი პოზიციების დაცვა. ამ საბრძოლო შემართების წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებს. დიდია ალბათობა, რომ ვინმეს აწყენინოთ, სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით. ეს კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: დღეს თქვენში შემოქმედებითი ცეცხლი გაჩაღდება და ეს ყველაფერზე აისახება, რასაც გააკეთებთ. შემოქმედებითი ჟინი გამომჟღავნდება ჩვეულებრივ რუტინულ საქმეებშიც. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ თქვენი მძლავრი ემოციები გააკონტროლოთ, რათა გულში მოგუგუნე „ცეცხლმა“ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში „ხანძარი“ არ გამოიწვიოს.
თხის რქა: რისკავთ, რომ მთელი თავით რუტინაში გადაეშვათ. მთელი დღე მოსაწყენი საქმეების კეთება შეიძლება მოგიწიოთ. ასეთი მოქმედებები თქვენთვის მომგებიანი არაა. ყოფით წვრილმანებზე გამოდევნებით უამრავ დროსა და ძალას დახარჯავთ, ასევე არაფერს მოგცემთ ყველაფრის ერთდროულად გაკეთების მცდელობა. გაანაწილეთ პრიორიტეტები და შეუდექით ნამდვილ საქმეებს.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2019
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...
მერწყული: იღბლიანი დღე გელოდებათ. იოლად გამონახავთ საერთო ენას ირგვლივ მყოფებთან. შესაძლოა, ვინმესთან გულითადი საუბარი გსურთ, ან ვინმესთვის რამე იდეის შეთავაზება. თუ ასეა, საუკეთესო მომენტს სხვა დროს ვერ ნახავთ. ეს ეხება მათაც, ვინც ვერ გაბედა საყვარელი ადამიანისთვის გრძნობების გამხელა. დღეს ზუსტად მიხვდებით, როდის, რა მომენტში და რა უნდა თქვათ.
თევზები: ფრთხილად უნდა იყოთ. არ არის გამორიცხული ხარვეზები სამუშაოზე. სულ მარტივ საკითხებშიც კი შეიძლება „დამუხრუჭდეთ“ და თქვენთვის „ორჯერ ორის“ პასუხი მოულოდნელად შვიდი აღმოჩნდეს. დღეს ძალზე დაბნეული ხართ, ამიტომ სჯობს, საერთოდმოერიდოთ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, ან მათი შემოწმება ვინმე სანდო ადამიანს სთხოვოთ.
ყველა ახალი ამბავი
0