დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ივლისი

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 23 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ადამიანების სურვილები და გრძნობები მარტივი და გასაგები იქნება, მაგრამ ძლიერი. ეს, პირველ რიგში, სიყვარულს ეხება. დღე არ განაწყობს გრძელვადიანი, სერიოზული ურთიერთობებისკენ, სამაგიეროდ იქნება უამრავი შესაძლებლობა ახალი, სასიამოვნო ნაცნობობის, ფლირტის, არშიყისა, რომლებიც არავის არაფერს ავალდებულებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივლისი>>
ვერძი: დღეს არ მოგეცმათ მოდუნებისა და მოწყენის საშუალება. მოახერხებთ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას. უნდა გამოიყენოთ ეს დღე იმისთვის, რომ რამე ახალი და საინტერესო ნახოთ, შეიგრძნოთ. ეს არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება და დაგეხმარებათ იმაში, რომ ჩვეულ საგნებს სხვა კუთხით შეხედოთ.
ლაქლაქი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2020
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები
კურო: დღეს ემოციებზე აყოლილი მზად ხართ, სპონტანურად იყიდოთ, რასაც წააწყდებით და მოგეწონებათ. მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უმეტესადი ეს ნივთები საჭირო აღმოჩნდება. ფინანსურ საკითხებში ინტუიცია იქნება გაბატონებული და არა ლოგიკა. მაგრამ მაინც არ ღირს მხოლოდ ინტუიციაზე მინდობა, საყიდლებისთვის მკაცრი ლიმიტი დააწესეთ.
ტყუპი: იგრძნობთ მოზღვავებულ პირველყოფილ, სტიქიურ ძალას, თავდაჯერებულობას. ეს დაგეხმარებათ ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებაში და ამავე დროს, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მიპყრობაში. მაგრამ არის საშიშროებაც: შესაძლოა, ვინმეს მკვახედ მიმართოთ და ამით სხვების გრძნობები და სიამაყე შელახოთ.
კირჩხიბი: შემოქმედებითი და არასტანდარტული იდეების „შემოტევა“ გექნებათ. ეცადეთ, თითოეული იდეა კარგად დაიმახსოვროთ, რადგან ისინი მომავალში შეიძლება ძალიან გამოგადგეთ. ზოგადად, დღეს წარმატებული იქნება ნებისმიერი საქმე და გეგმა, რომელშიც შემოქმედებითი დეტალები და არასტანდარტული დამოკიდებულება გამოვლინდება.
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2019
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: ფანტაზიის დღეა. ხანდახან ჩვეულ ჩარჩოებს უნდა გასცდეთ და ოცნებები „თავის ნებაზე მიუშვათ“. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ იოცნებოთ მომავალზე, დაამუშაოთ არასტანდარტული და შეიძლება ფანტასტიკური სვლებიც – დროთა განმავლობაში ამ ერთი შეხედვით განუხორციელებელი ჩანაფიქრებიდან შეიძლება ბევრი რამ რეალობად აქციოთ.
ქალწული: ვარსკვლავები გირჩევენ, გაარღვიოთ რუტინის ჩაკეტილი წრე. თქვენი ნებისმიერი უჩვეულო წამოწყება იღბლიანი იქნება და მნიშვნელობა არა აქვს, რაზეა საუბარი: ცხოვრების შეცვლაზე თუ თმის შეღებვაზე... ექსპერიმენტების წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. და თუ არაფერს შეცვლით, თქვენი ცხოვრებაც უცვლელად წარიმართება.
სასწორი: დღეს პერსპექტიული ნაცნობობის შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ნაცნობობა რომანტიკული ხასიათისა იყოს, მაგრამ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ სხვა სახის ნაცნობობაც – დღეს გაბმული კავშირები ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს და თქვენს ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
მორიელი: დღეს ნებისმიერი ადამიანის ყურადღების მიპყრობა შეგიძლიათ. ეს ეხება როგორც რომანტიკულ, ისე საქმიან კავშირებს. შეიძლება გამომწვევად მოიქცეთ და გარშემომყოფების პროვოცირება მოახდინოთ. ამიტომ არ არის გამორიცხული კონფლიქტი. თუმცა ეს არ ეხება სასიყვარულო სფეროს. ამიტომ ენერგია ამ კუთხით მიმართეთ და არა ჩხუბსა და კამათზე.
მშვილდოსანი: დღეს ემოციებით სავსე ხართ, ინტუიცია არნახულ სიმაღლეზეა. გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი იქნება არა გონებით, არამედ გულით, თუნდაც საქმე სამუშაოს ეხებოდეს. მეექვსე გრძნობა გიკარნახებთ, საით არის სწორი გზა. ასე რომ, მოუსმინეთ ინტუიციას, რომელიც დაგიცავთ შეცდომებისა და იმპულსური ნაბიჯებისგან.
თხის რქა: დღეს ყველაფერს „გამადიდებელი შუშით“ დააკვირდებით და ყველაფერს გააზვიადებთ – როგორც კარგს, ისე ცუდს. შედეგად ადამიანებიცა და მოვლენებიც თქვენთვის შავ–თეთრის პრინციპით დაიყოფა. მაგრამ ამას თავისი პლუსიც აქვს – შეიძლება დაინახოთ ისეთი რამ, რაც აქამდე თქვენთვის შეუმჩნეველი და დამალული იყო.
აფეთქებული ვარსკვლავი კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2018
ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშნები
მერწყული: თქვენი ენერგიულობა და სიცოცხლის სიყვარული დღეს კაშკაშა ფერებში იქნება წარმოდგენილი. შეძლებთ განწყობის ამაღლებას ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, არ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
თევზები: დღეს ენერგიით ხართ სავსე და ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ენერგია ყოფით საკითხებზე და სახლის მოწყობაზე მიმართოთ. შემოქმედებითი დამოკიდებულება საქმეებისადმი დაგეხმარებათ, რომ ყველაზე პროზაული რამეებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება, ნამდვილ დღესასწაულად აქციოთ.
ყველა ახალი ამბავი
0