ისრაელის ავიაკომპანია Arkia საქართველოში ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს

© photo: Sputnik / Stringerბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
რეისები ეილათსა და ბათუმს შორის კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ისრაელის ავიაკომპანია Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი–ბათუმი–ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Arkia-ს მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის თანახმად, რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.
აქამდე ავიაკომპანია Arkia თელ-ავივი–თბილისი–თელ-ავივის და თელ-ავივი–ბათუმის და პირიქით ფრენებს ასრულებდა. აღნიშნულს ეილათი–ბათუმის რეისი ემატება.
რამდენ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები წლის დასაწყისიდან>>
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 25 ივლისს მიანიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0