მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი ხახვი ებრძვის კიბოს ყველაზე ეფექტურად

© Pixabay / _Alicja_ხახვი
ხახვი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მეცნიერებმა კარგა ხანია დაამტკიცეს, რომ ხახვი ეფექტურად ებრძვის კანცეროგენულ დაავადებებს, თუმცა კორნელის უნივერსიტეტის ახალი კვლევით დადგინდა, რომ ხახვის ზოგ სახეობას სხვაზე უკეთ შეუძლია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა, უფრო მეტიც, მსხვილ ნაწლავსა და ღვიძლში სიმსივნეების ზრდის პრევენციის უნარიც კი აქვს.
არ გამოტოვოთ: დაიდეთ გაჭრილი ხახვი საძინებელში - ექვსი მიზეზი
კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Natural Health.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა გააანალიზეს ხახვისა და შალოტის ათი სახეობა და აღმოაჩინეს, რომ ყვითელი, ცხარე, წითელი ხახვი და ასევე შალოტი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნაერთებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცხარე და ყვითელი ხახვები ყველაზე ეფექტურია მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ღვიძლის კიბოს კი წარმატებით ებრძვის შალოტი, ყვითელი და ცხარე ხახვები.

გარდა ამისა, ხახვი მდიდარია ფლავონოიდებითა და ფენოლებით, რაც მათში ანტიოქსიდანტების მაღალ კონცენტრაციასთანაა დაკავშირებული. ეს ანტიოქსიდანტები კიდევ უფრო მეტად იცავს ადამიანს კიბოსგან — ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების განადგურებას, რომლებიც უჯრედებს აზიანებენ.
არ გამოტოვოთ: წითელი, თეთრი თუ ყვითელი - რომელი ხახვი სჯობს და რატომ?
თუმცა, როგორც კორნელის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, მათ მიერ შესწავლილი ათი სახეობის ხახვიდან ყველაზე ნაკლებ ფენოლებს შეიცავს ვიდალიას ჯიშის ხახვი, ხოლო ყველაზე ნაკლებ ფლავონოიდებს — თეთრი ხახვი.
რაც შეეხება შალოტს, ის ვიდალიაზე ექვსჯერ მეტ ფენოლებსა და თეთრ ხახვზე 11-ჯერ მეტ ფლავონოიდებს შეიცავს.
ამიტომ მეცნიერები გვირჩევენ, რომ რაციონში უფრო მეტი ისეთი ხახვი შევიტანოთ, რომელიც ფლავონოიდებით არის მდიდარი, რათა ონკოდაავადებებისგან დავიცვათ თავი.
ყველა ახალი ამბავი
0