https://sputnik-georgia.com/20220502/daidet-gawrili-xaxvi-sazinebelsi-eqvsi-mizezi-266365792.html
ხახვის სასწაული: დაიდეთ გაჭრილი ხახვი საძინებელში - ექვსი მიზეზი
ხახვის სასწაული: დაიდეთ გაჭრილი ხახვი საძინებელში - ექვსი მიზეზი
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ხახვს, კერძების აუცილებელ ინგრედიენტს ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს როგორც ნედლს, ისე მოშუშულს, აცხადებენ სპეციალისტები. 02.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-02T14:22+0400
2022-05-02T14:22+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250771376_10:218:1920:1292_1920x0_80_0_0_bea3ec129d3db40d405ba78b2ecb5e64.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ხახვს, კერძების აუცილებელ ინგრედიენტს ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს როგორც ნედლს, ისე მოშუშულს, აცხადებენ სპეციალისტები.მათი თქმით, ამ ბოსტნეულს ბუნებრივი ანტიბიოტიკის ეფექტი აქვს, რაც ბევრისთვის ცნობილი ფაქტია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გაჭრილი ხახვის საწოლთან დადებას ასევე მოაქვს წარმოუდგენელი შედეგები.ხახვის სარგებელიხახვი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. გარდა A, C და B ვიტამინებისა, ის ასევე არის გოგირდის, იოდის, კალციუმის, რკინის, ფოლიუმის მჟავის, მაგნიუმის, ფოსფორის, კალიუმისა და ანტიოქსიდანტების წყარო.ხახვში შემავალი ვიტამინი A აძლიერებს იმუნურ სისტემას ინფექციების წინააღმდეგ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვალების ჯანმრთელობისთვის. B ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური და ნერვული სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, ხოლო C ვიტამინი, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს დაავადებებისგან დაცვას, განსაკუთრებით ზამთარში.რატომ უნდა დადოთ ხახვი საძინებელში
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250771376_98:0:1821:1292_1920x0_80_0_0_976b95833fe82871c14feda33100d2ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ხახვს, კერძების აუცილებელ ინგრედიენტს ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს როგორც ნედლს, ისე მოშუშულს,
აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ამ ბოსტნეულს ბუნებრივი ანტიბიოტიკის ეფექტი აქვს, რაც ბევრისთვის ცნობილი ფაქტია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გაჭრილი ხახვის საწოლთან დადებას ასევე მოაქვს წარმოუდგენელი შედეგები.
ხახვი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. გარდა A, C და B ვიტამინებისა, ის ასევე არის გოგირდის, იოდის, კალციუმის, რკინის, ფოლიუმის მჟავის, მაგნიუმის, ფოსფორის, კალიუმისა და ანტიოქსიდანტების წყარო.
ხახვში შემავალი ვიტამინი A აძლიერებს იმუნურ სისტემას ინფექციების წინააღმდეგ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვალების ჯანმრთელობისთვის. B ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური და ნერვული სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, ხოლო C ვიტამინი, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს დაავადებებისგან დაცვას, განსაკუთრებით ზამთარში.
რატომ უნდა დადოთ ხახვი საძინებელში
თუ ხახვს გაასუფთავებთ, ოთხად გაჭრით და საძინებელში მოათავსებთ, მისი ანტიოქსიდანტური ეფექტი გამოგაჯანმრთელებთ და უფრო ენერგიულსაც გაგხდით.
გარდა ამისა, საძინებელში ხახვის მოთავსება ასევე სასარგებლოა ოთახში მიკრობების მოსასპობად.
ხახვი ასევე ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ხელს უშლის ინფექციურ დაავადებებს და შეიცავს იმუნიტეტის გამაძლიერებელ კომპონენტებს.
თუ ხახვს საწოლთან ახლოს დაიდებთ, ეს გრიპის ან გაციების დროს სუნთქვას გაგიადვილებთ.
სასუნთქი გზების გასუფთავებისა და სუნთქვის გაიოლების კვალდაკვალ სწრაფად მოგეხსნებათ ხველებაც.
გარდა ამისა, კვლევებმა დაადასტურა, რომ ხახვში შემავალი გოგირდი ხელს უშლის ჰიპერტენზიის განვითარებას და ამასთან ამსუბუქებს მის გამოვლინებებს.