წითელი, თეთრი თუ ყვითელი: რომელი ხახვი სჯობს და რატომ?

© Pexels / Markus Spiskeხახვი
ხახვი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ცნობილია, რომ უმი ხახვის ჭამა აძლიერებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. სწორედ ამიტომ ამ ბოსტნეულს „არტერიების მცველს“ უწოდებენ.
ჯანმოს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ პაკისტანელებს დიაბეტის განვითარების დაბალი რისკი სწორედ ხახვისადმი სიყვარულის გამო აქვთ. კვლევამ აჩვენა, რომ პაკისტანელები დღეში მინიმუმ ორ თავ უმ ხახვს ჭამენ.
გარდა ამისა, ხახვი ასევე ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში − ოღონდ არა ჯანმრთელ ადამიანებში. აი დიაბეტით დაავადებულებში კი ხელს უწყობს შაქრის დონის კონტროლს.
ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა: არის თუ არა განსხვავება თეთრ და წითელ ხახვს შორის და რომელია უკეთესი?

ხახვის სარგებელი

ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს. ნახშირწყლების, ცილების, წყალში ხსნადი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების გარდა, როგორიცაა კალციუმი, რკინა და სელენი, ეს ბოსტნეული ასევე მდიდარია უნიკალური ბიოლოგიური აქტივობის მქონე ნუტრიენტებით − გოგირდის ნაერთებით, ფლავონოიდებით, სტეროიდებით, პოლისაქარიდებით, პროსტაგლანდინებით და მცენარეული წარმოშობის სხვა ნივთიერებებით.
ხახვი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
ხახვის სასწაული: დაიდეთ გაჭრილი ხახვი საძინებელში - ექვსი მიზეზი
ამ ნივთიერებების წყალობით ხახვს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მას აქვს ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები, შეუძლია შეამციროს სისხლში გლუკოზის, ცხიმისა და ქოლესტერინის დონე და გააუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, კიბოს, ოსტეოპოროზის, სიმსუქნისა და სხვა დაავადებების დროს.
ხახვი არის არტერიების დამცავი, რომელსაც კიბოს განვითარების აღკვეთა შეუძლია.
კვლევებმა აჩვენა, რომ ხახვში შემავალ ბევრ კომპონენტს სიმსივნეებისგან დაცვის ფუნქცია აქვს.
მაგალითად:
სელენი ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს და აფერხებს ახალი სიმსივნური უჯრედების ზრდას;
კვერცეტინი ზრდის კიბოს უჯრედების ადჰეზიას (შეწებებას);
ალილსულფიდები ბლოკავს სიმსივნურ უჯრედებში დნმ-ის წარმოქმნასა და რეპლიკაციას და ეფექტურად თრგუნავს კუჭის, საყლაპავისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას;
ფლავონოიდები ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს და აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას ღვიძლსა და მსხვილ ნაწლავში.
ასევე დადგინდა, რომ ხახვი ხელს უშლის კიბოს ისეთი სახეობების განვითარებას, როგორებიცაა კუჭის, ნაწლავების, საყლაპავის და პროსტატის კიბო.

ხახვის უკუჩვენებები

უმ ხახვში დიდი რაოდენობით შედის გამღიზიანებელი ნივთიერებები, რაც კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და დისკომფორტს იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ამიტომ უმი ხახვი რეკომენდებული არ არის გასტრიტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულთათვის.
უკუჩვენებები აქვს მოშუშულ (მოხარშულ) ხახვსაც. მისი ჭამის შემდეგ ნაწლავებსა და კუჭში გამოიყოფა აირები, რაც შებერილობასა და ტკივილს იწვევს. ამიტომ ეს ბოსტნეული არ უნდა მიირთვან ადამიანებმა, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის ოპერაცია აქვთ გაკეთებული.
გარდა ამისა, ხახვზე უარი უნდა თქვან მათაც, ვისაც ალერგია ან კანის ქავილი აწუხებს.

რომელი ხახვი უფრო სასარგებლოა?

ხახვი, მისი ჩენჩოს ფერის მიხედვით, არის ყვითელი, თეთრი და წითელი. მათ შორის ძირითადი განსხვავებები შემდეგია:
საკვები ნივთიერებების თვალსაზრისით, წითელი ხახვი მდიდარია ანთოციანინებით და აქვს ალიცინისა და კვერცეტინის უფრო მაღალი დონე. ყვითელი და თეთრი ჯიშები ხასიათდება კაროტინისა და C ვიტამინის მაღალი შემცველობით.
წითელი ხახვი ნაკლებად წვნიანია, მაგრამ უფრო ცხარე.
თეთრი ხახვი შეიცავს მეტ სითხეს და ნაკლებად ცხარე გემო აქვს.
ყვითელ ხახვს აქვს მსუბუქი მოტკბო-ცხარე გემო.
უმად საჭმელად ხახვის ნაკლებად ცხარე ჯიშები − თეთრი და ყვითელი ჯობს, ხოლო წითელი ხახვი − კერძებში გამოსაყენებლად.

როგორ ავარჩიოთ ხახვი?

ხახვის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგს:
ხახვის კანი უნდა იყოს მშრალი, დაუზიანებელი, არ უნდა ჰქონდეს ლპობის ნიშნები. ფესვი ასევე მშრალი უნდა იყოს − ახალი კვირტების გარეშე.
მოსინჯეთ ხახვი ხელით, რათა ტექსტურა იგრძნოთ. რაც უფრო მაგარია ბოლქვი, მით უფრო მაღალია მასში სითხის შემცველობა და, შესაბამისად, მით უფრო ახალია ბოსტნეული.

როგორ დავჭრათ ხახვი ცრემლების გარეშე?

თუ გსურთ ხახვი ცრემლის გარეშე დაჭრათ, სცადეთ შემდეგი მეთოდები:
დაჭრამდე ცოტა ხნით ადრე შედეთ ხახვი მაცივარში. დაბალი ტემპერატურა ანელებს propantial-s-ოქსიდის აორთქლებას, რომელიც წვავს კიდეც თვალებს.
გაჭერით ხახვი შუაზე და ცოტა ხნით წყალში ჩადეთ. propantial-s-ოქსიდი წყალში ადვილად იხსნება.
ყველაზე მარტივი გზა ხახვის დაჭრისას დამცავი სათვალის გაკეთებაა.
ყველა ახალი ამბავი
0