საქართველოს მთავრობა „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს კანდიდატებზე ჩამოყალიბდა

© courtesy of Borjomiბორჯომი
ბორჯომი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
კანდიდატების შერჩევა მათი კომპეტენციისა და გამოცდილებიდან გამომდინარე მოხდა და არა პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით, განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია Rissa Investments Limited-ის დირექტორთა საბჭოში, რომელიც არის IDS Borjomi International-ის მმართველი კომპანია, დირექტორის და მეთვალყურის თანამდებობაზე კანდიდატები შეარჩია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობასა და „ბორჯომის“ მფლობელებს შორის დადებული გარიგების თანახმად, Rissa Investments Limited-ის დირექტორთა საბჭოს სახელმწიფოს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს და მას გადამწყვეტი ხმის უფლება ექნება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ეყოლება ერთი დირექტორი – მეთვალყურე.

„ამ საკითხში მივყვებით იმ გეგმას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ. როგორც იცით, სახელმწიფოს ეყოლება თავისი წარმომადგენელი დირექტორთა საბჭოში. ჩვენ უკვე შევუთანხმეთ მთავრობას ჩვენი სამინისტროს მიერ შერჩეულ კანდიდატები. ეს არის ერთი დირექტორის და ერთი მეთვალყურის კანდიდატურები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მალე სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდება და ეს ინფორმაცია საჯარო გახდება.
საქართველოს მთავრობა „ბორჯომს“ გადაარჩენს - მინისტრმა გარიგების დეტალებზე ისაუბრა>>>
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანდიდატები კომპეტენციისა და გამოცდილების მიხედვით შეირჩნენ და არა პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით.
საქართველოს მთავრობასა და „ბორჯომის“ მფლობელებს შორის დადებული გარიგება შედგება ორი დოკუმენტისგან – წილის სახელმწიფოსთვის გადაცემისა და დირექტორთა საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლის საკვანძო როლის შესახებ.
შეთანხმების პირობების თანახმად, სახელმწიფო იღებს კომპანია Rissa Investments Limited-ის აქციების 7,73%-ს. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის მაკონტროლებელ აქციონერს.
ყველა ახალი ამბავი
0