https://sputnik-georgia.com/20220613/saqartvelos-mtavroba-borjoms-gadaarcens-ministrma-garigebis-detalebze-isaubra-267425058.html
საქართველოს მთავრობა „ბორჯომს“ გადაარჩენს - მინისტრმა გარიგების დეტალებზე ისაუბრა
საქართველოს მთავრობა „ბორჯომს“ გადაარჩენს - მინისტრმა გარიგების დეტალებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
სახელმწიფოს კომპანიაში, რომელიც „ბორჯომს“ ფლობს, სრული კონტროლის დამყარება შეუძლია
2022-06-13T21:37+0400
2022-06-13T21:37+0400
2022-06-13T23:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267007123_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_41a198b49d551adfc09982e8e30266ba.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გარიგება „ბორჯომის“ მფლობელებთან ორი დოკუმენტისგან შედგება – სახელმწიფოსთვის წილის გადაცემის შესახებ და დირექტორთა საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლის გადამწყვეტი როლის შესახებ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე.შეთანხმების პირობების თანახმად, სახელმწიფო მიიღებს კომპანია Rissa Investments Limited-ის აქციების 7,73%-ს. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის მაკონტროლებელ აქციონერს.მისი თქმით, კომპანიაში სიახლეებმა უნდა მოაგვაროს IDS Borjomi-ს გაფიცული თანამშრომლების პრობლემები, რომლებიც ორი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას, უვადო შრომითი კონტრაქტების გაფორმებას და გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომლის უპირობოდ აღდგენას ითხოვენ.იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.შეთანხმების თანახმად, სახელმწიფოს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს დირექტორთა საბჭოს Rissa Investments Limited-ში (რომლის აქციონერები არიან რუსული Alpha Group და აწ გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი). გარდა ამისა, სახელმწიფოს ეყოლება ერთი დამკვირვებელი დირექტორი.IDS Borjomi Georgia-ს სანქციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დაუწესდა.„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები პრემიერის განცხადებით კმაყოფილი არიან >>2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267007123_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_b42ca8c84df9ca9ebfd6d61eb31539d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მთავრობა „ბორჯომი“ გადარჩენა ეკონომიკა მინისტრი ლევან დავითაშვილი გარიგება დეტალები
საქართველო მთავრობა „ბორჯომი“ გადარჩენა ეკონომიკა მინისტრი ლევან დავითაშვილი გარიგება დეტალები
საქართველოს მთავრობა „ბორჯომს“ გადაარჩენს - მინისტრმა გარიგების დეტალებზე ისაუბრა
21:37 13.06.2022 (განახლებულია: 23:49 13.06.2022) სახელმწიფოს კომპანიაში, რომელიც „ბორჯომს“ ფლობს, სრული კონტროლის დამყარება შეუძლია.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გარიგება „ბორჯომის“ მფლობელებთან ორი დოკუმენტისგან შედგება – სახელმწიფოსთვის წილის გადაცემის შესახებ და დირექტორთა საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლის გადამწყვეტი როლის შესახებ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე.
შეთანხმების პირობების თანახმად, სახელმწიფო მიიღებს კომპანია Rissa Investments Limited-ის აქციების 7,73%-ს. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის მაკონტროლებელ აქციონერს.
„სრულფასოვანი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში, რომელიც მოგვეცა, რათა კომპანია გადაგვერჩინა, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოსთვის ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, კომპანიაში სიახლეებმა უნდა მოაგვაროს IDS Borjomi-ს გაფიცული თანამშრომლების პრობლემები, რომლებიც ორი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას, უვადო შრომითი კონტრაქტების გაფორმებას და გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომლის უპირობოდ აღდგენას ითხოვენ.
იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
შეთანხმების თანახმად, სახელმწიფოს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს დირექტორთა საბჭოს Rissa Investments Limited-ში (რომლის აქციონერები არიან რუსული Alpha Group და აწ გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი). გარდა ამისა, სახელმწიფოს ეყოლება ერთი დამკვირვებელი დირექტორი.
„სახელმწიფოს კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება შეუძლია“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
IDS Borjomi Georgia-ს სანქციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დაუწესდა.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.