https://sputnik-georgia.com/20220613/borjomis-gaficuli-tanamsromlebi-premieris-gancxadebit-kmayofili-arian-267420064.html
„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები პრემიერის განცხადებით კმაყოფილი არიან
„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები პრემიერის განცხადებით კმაყოფილი არიან
Sputnik საქართველო
გაფიცულები დარწმუნებული არიან, რომ 50-ვე თანამშრომელს, რომელიც უკანონოდ დაითხოვეს, სამსახურში დააბრუნებენ.
2022-06-13T20:11+0400
2022-06-13T20:11+0400
2022-06-13T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251766820_0:30:1300:761_1920x0_80_0_0_12a079574215bbc554404fbffe557bce.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. „ბორჯომის“ მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები, რომლებიც უკვე ორი კვირაა გაფიცულები არიან, ტაშით შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ქარხნების ყველა თანამშრომელი სამართლიანობას მიაღწევს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირ LABOR-ში.იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შეთანხმების მიხედვით, ქვეყნის მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება, ხოლო ქარხნების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაიჭრება. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქე, „ბორჯომის“ ქარხნების ყველა თანამშრომელი სამართლიანობას მიაღწევს.მისი თქმით, გაფიცულებს კონსტრუქციული დიალოგისა და მოთხოვნების შესრულების იმედი აქვთ.„ჩვენ ვენდობით პრემიერს. გვჯერა, რომ ის 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც უკანონოდ გაათავისუფლეს, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება", – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.დღესვე კომპანია IDS BORJOMI International-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „ბორჯომის“ ქარხნების მფლობელი კომპანია 7,73%-იან წილს საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს.კომპანიას აპრილში სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. საქმე ანგარიშების გაყინვამდე მივიდა.„IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა 31 მაისს უვადო გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცულების მოთხოვნებია: ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნება, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება.პრობლემების ფონზე 19 მაისს კომპანიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. აღინიშნა, რომ თუ მთავრობა დათანხმდებოდა წინადადებას, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება სრულად განახლდებოდა.IDS Borjomi Georgia-ს სანქციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დაუწესდა.2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251766820_123:0:1178:791_1920x0_80_0_0_19a391bfdcb2ae28022b74d007558b84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ბორჯომი“ გაფიცული თანამშრომლები პრემიერი განცხადება აპლოდისმენტები
„ბორჯომი“ გაფიცული თანამშრომლები პრემიერი განცხადება აპლოდისმენტები
„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები პრემიერის განცხადებით კმაყოფილი არიან
20:11 13.06.2022 (განახლებულია: 23:02 13.06.2022) გაფიცულები დარწმუნებული არიან, რომ ყველა 50-მდე თანამშრომელს, რომლებიც უკანონოდ დაითხოვეს, სამსახურში დააბრუნებენ.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. „ბორჯომის“ მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები, რომლებიც უკვე ორი კვირაა გაფიცულები არიან, ტაშით შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ქარხნების ყველა თანამშრომელი სამართლიანობას მიაღწევს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირ LABOR-ში.
იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შეთანხმების მიხედვით, ქვეყნის მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება, ხოლო ქარხნების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაიჭრება. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქე, „ბორჯომის“ ქარხნების ყველა თანამშრომელი სამართლიანობას მიაღწევს.
„ოთხშაბათს გვქონდა დაგეგმილი აქცია თბილისში, კანცელარიასთან. დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, დროებით ვაჩერებთ ამ პროცესს და გადავდივართ მოლაპარაკების პროცესზე", – განაცხადა პროფკავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ.
მისი თქმით, გაფიცულებს კონსტრუქციული დიალოგისა და მოთხოვნების შესრულების იმედი აქვთ.
„ჩვენ ვენდობით პრემიერს. გვჯერა, რომ ის 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც უკანონოდ გაათავისუფლეს, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება", – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.
დღესვე კომპანია IDS BORJOMI International-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „ბორჯომის“ ქარხნების მფლობელი კომპანია 7,73%-იან წილს საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს.
შეთანხმების თანახმად, მაკონტროლებელ აქციონერს IDS Borjomi Georgia International-ის კონტროლის ფუნქციები უკვე აღარ ექნება. დირექტორთა საბჭოში IDS Borjomi Georgia International-ის მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა რვიდან ორამდე შემცირდება. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გახდება.
კომპანიას აპრილში სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. საქმე ანგარიშების გაყინვამდე მივიდა.
„IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა 31 მაისს უვადო გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცულების მოთხოვნებია: ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნება, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება.
პრობლემების ფონზე 19 მაისს კომპანიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. აღინიშნა, რომ თუ მთავრობა დათანხმდებოდა წინადადებას, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება სრულად განახლდებოდა.
IDS Borjomi Georgia-ს სანქციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დაუწესდა.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.