https://sputnik-georgia.com/20220722/-----12-----268764934.html
ევროდეპუტატებმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას 12 პუნქტზე ერთად მუშაობისკენ მოუწოდეს
ევროდეპუტატებმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას 12 პუნქტზე ერთად მუშაობისკენ მოუწოდეს
Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა ევროპარლამენტის დეპუტატებს პრობლემების მოგვარების თავიანთი ხედვა გაუზიარეს. 22.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-22T14:00+0400
2022-07-22T14:00+0400
2022-07-22T17:28+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
აშშ
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/06/267173339_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_0137d84bda9deb393c93767f33376bd6.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ერთად მუშაობის მნიშვნელობის ხაზგასმაა თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტის დეპუტატების ძირითადი გზავნილი.ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო. მოგვიანებით ისინი შეხვდნენ პარლამენტის დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. იგეგმება პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები.მისი სიტყვებით, ამ ყველაფრის გაკეთება საჭიროა, რათა „ევროკომისიამ შეძლოს წლის ბოლოს იმის შეფასება, თუ როგორ მიიწევს წინ საქართველო“.საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა რეკომენდაციებზე და ამ საკითხზე მუშაობა უახლოეს ექვს თვეს გაგრძელდება, განუცხადა ევროდეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ იმ მიღწევებით, რაც საქართველოს ჰქონდა, ევროკავშირს შეეძლო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება.„არ მელაპარაკებიან“ - საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პარტიასთან ურთიერთობაზე>>>მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება ყურადღების მოდუნება იმ საკითხების მიმართ, რომლებიც ქვეყნის მომავალს და ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება.„ცალსახაა მათი (ევროდეპუტატების) პოზიცია, რომ პოლიტიკური პარტიები ოპოზიციიდან უნდა ჩაერთონ ფორმატში, რომელიც შეიქმნა პარლამენტში და რომელიც მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ", – განაცხადა თალაკვაძემ.ცხადია, პირველ საკითხად დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შეტანა ჩამონათვალში ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი საქართველოში უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას ელოდება, აღნიშნა თალაკვაძემ.ოპოზიციის მიდგომაოპოზიცია ეთანხმება იმას, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა კოორდინირებულად, ყველა მხარის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. მაგრამ ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ფორმატით მუშაობაზე და აცხადებს, რომ მათთვის მისაღები არ არის მმართველი პარტიის წინაპირობები.სარჯველაძე ნედ პრაისის განცხადებაზე: „არ მგონია სწორი შეფასება იყოს">>>„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ წინაპირობები უწოდა ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ შესწორებების შეტანა არ შედის ევროკავშირის რეკომენდაციებში, ასევე იმას, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და სასამართლოებში არავითარი კლანური მმართველობა არ არის.მისი სიტყვებით, მსგავსი პროცესი სასურველ შედეგს არ გამოიღებს.მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩატარება, რომელიც ოპოზიციის ინიციატივით 18 ივლისს პრეზიდენტმა მოიწვია, აუცილებელია ალტერნატიული პროცესის წამოწყება, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება კანონპროექტები და შემდეგ მათ გაეცნობიან ევროპელი კოლეგები, აღნიშნა ვაშაძემ.„აქ რადიკალიზმი და თავის თავზე ზედმეტის აღება პროცესის საწინააღმდეგოა და აზიანებს პერსპექტივას. ძალიან ცხადი, პირდაპირი ტექსტით იყო ნათქვამი – თქვენ ამ პროცესს უნდა შეუერთდეთო“, – განაცხადა, თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.მისი თქმით, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.ევროპარლამენტის დეპუტატებმა ოპოზიციას მოუწოდეს, ყველაფერი იღონონ, რათა არ დათმონ ევროპული პერსპექტივა, განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.„ერთი რამ ცხადია – ეს ვერ შესრულდება „ქართული ოცნების“ გარეშე და ეს გულისხმობს „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.საჭიროა პოლიტიკური ნების გამოჩენა, სხვაგვარად ეს 12 პუნქტი არ შესრულდება და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“, აღნიშნა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.ომბუდსმენი და სამოქალაქო სექტორისაქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრისას ისაუბრა სამუშაო ფორმატების შექმნის შესაძლებლობაზე, რომლებიც უფრო ხშირად ჩატარდება, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ორგანიზებული შეხვედრები.ომბუდსმენის სიტყვებით, ევროდეპუტატებს აინტერესებდათ მისი შეფასება და ხედვა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.ივანიშვილის როლთან დაკავშირებით სიმონიშვილმა განაცხადა, რომ ევროდეპუტატები „ამ ყველაფერზე ჩვენზე უკეთ არიან ინფორმირებული“. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც არაფორმალურად ახდენს გავლენას საქართველოს ხელისუფლებაზე.დეოლიგარქიზაცია არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობა.9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად საუბარია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე. დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს, რაც განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით.თალაკვაძე: საქართველოს სჭირდება საქმიანი და არა ქუჩის პოლიტიკა>>>საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არ ერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საუბრები იმაზე, რომ ის ქვეყანას კულისებიდან მართავს, სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია.ამასთან, პარლამენტში უკვე ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა დეოლიგარქიზაციის საკითხზე. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციონერ კოლეგებს ოლიგარქების წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავების გეგმა გააცნეს – უკრაინული კანონის ანალოგიით.საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მიმართ გადაწყდა მოცდა, ვიდრე ქვეყანა არ შეასრულებს ევროკომისიის დასკვნაში წარმოდგენილ პირობებს.საუბარია 12 პუნქტზე, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სხვ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/06/267173339_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_67b9f51de0d5c2488abb2bbf4a928919.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, აშშ , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, აშშ , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ევროდეპუტატებმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას 12 პუნქტზე ერთად მუშაობისკენ მოუწოდეს
14:00 22.07.2022 (განახლებულია: 17:28 22.07.2022) ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა ევროპარლამენტის დეპუტატებს პრობლემების მოგვარების თავიანთი ხედვა გაუზიარეს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ერთად მუშაობის მნიშვნელობის ხაზგასმაა თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტის დეპუტატების ძირითადი გზავნილი.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო. მოგვიანებით ისინი შეხვდნენ პარლამენტის დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. იგეგმება პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები.
„საქართველოს ყველა პოლიტიკოსისადმი ჩვენი მოწოდებაა – იმუშაონ ერთად, ეცადონ გადალახონ უთანხმოებები, შექმნან ნაკლებ პოლარიზებული გარემო და იმუშაონ კონკრეტულ ნაბიჯებზე მოქალაქეებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ მაკალისტერმა.
მისი სიტყვებით, ამ ყველაფრის გაკეთება საჭიროა, რათა „ევროკომისიამ შეძლოს წლის ბოლოს იმის შეფასება, თუ როგორ მიიწევს წინ საქართველო“.
საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა რეკომენდაციებზე და ამ საკითხზე მუშაობა უახლოეს ექვს თვეს გაგრძელდება, განუცხადა ევროდეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ იმ მიღწევებით, რაც საქართველოს ჰქონდა, ევროკავშირს შეეძლო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება ყურადღების მოდუნება იმ საკითხების მიმართ, რომლებიც ქვეყნის მომავალს და ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება.
„ცალსახაა მათი (ევროდეპუტატების) პოზიცია, რომ პოლიტიკური პარტიები ოპოზიციიდან უნდა ჩაერთონ ფორმატში, რომელიც შეიქმნა პარლამენტში და რომელიც მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ", – განაცხადა თალაკვაძემ.
ცხადია, პირველ საკითხად დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შეტანა ჩამონათვალში ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი საქართველოში უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას ელოდება, აღნიშნა თალაკვაძემ.
ოპოზიცია ეთანხმება იმას, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა კოორდინირებულად, ყველა მხარის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. მაგრამ ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ფორმატით მუშაობაზე და აცხადებს, რომ მათთვის მისაღები არ არის მმართველი პარტიის წინაპირობები.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ წინაპირობები უწოდა ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ შესწორებების შეტანა არ შედის ევროკავშირის რეკომენდაციებში, ასევე იმას, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და სასამართლოებში არავითარი კლანური მმართველობა არ არის.
„მათი მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იქნას გამოყენებული ყველა პროცესი, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მიიღებს მონაწილეობას პროცესში, რომელიც არ არის გამყარებული პარლამენტის რეგულაციებით, ანუ რეგლამენტით და სადაც წინაპირობებია წამოყენებული“, – აღნიშნა ვაშაძემ.
მისი სიტყვებით, მსგავსი პროცესი სასურველ შედეგს არ გამოიღებს.
მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩატარება, რომელიც ოპოზიციის ინიციატივით 18 ივლისს პრეზიდენტმა მოიწვია, აუცილებელია ალტერნატიული პროცესის წამოწყება, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება კანონპროექტები და შემდეგ მათ გაეცნობიან ევროპელი კოლეგები, აღნიშნა ვაშაძემ.
„აქ რადიკალიზმი და თავის თავზე ზედმეტის აღება პროცესის საწინააღმდეგოა და აზიანებს პერსპექტივას. ძალიან ცხადი, პირდაპირი ტექსტით იყო ნათქვამი – თქვენ ამ პროცესს უნდა შეუერთდეთო“, – განაცხადა, თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.
„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციამ არ უნდა მისცეს არგუმენტი ხელში – შემდგომ ისევ ოპოზიცია დაადანაშაულოს იმაში, რომ 12 პუნქტი არ შესრულდა“, – აღნიშნა იოსელიანმა.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა ოპოზიციას მოუწოდეს, ყველაფერი იღონონ, რათა არ დათმონ ევროპული პერსპექტივა, განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
„ერთი რამ ცხადია – ეს ვერ შესრულდება „ქართული ოცნების“ გარეშე და ეს გულისხმობს „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საჭიროა პოლიტიკური ნების გამოჩენა, სხვაგვარად ეს 12 პუნქტი არ შესრულდება და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“, აღნიშნა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
ომბუდსმენი და სამოქალაქო სექტორი
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრისას ისაუბრა სამუშაო ფორმატების შექმნის შესაძლებლობაზე, რომლებიც უფრო ხშირად ჩატარდება, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ორგანიზებული შეხვედრები.
ომბუდსმენის სიტყვებით, ევროდეპუტატებს აინტერესებდათ მისი შეფასება და ხედვა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.
„შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ევროპარლამენტი მთავრობისგან ელოდება რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, რომლებსაც ის აქამდე გვთავაზობდა. მეორე მხრივ, დეპუტატებს იმედი აქვთ, რომ ამაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო საზოგადოება“, – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა.
ივანიშვილის როლთან დაკავშირებით სიმონიშვილმა განაცხადა, რომ ევროდეპუტატები „ამ ყველაფერზე ჩვენზე უკეთ არიან ინფორმირებული“. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც არაფორმალურად ახდენს გავლენას საქართველოს ხელისუფლებაზე.
დეოლიგარქიზაცია არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობა.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად საუბარია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე. დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს, რაც განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არ ერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საუბრები იმაზე, რომ ის ქვეყანას კულისებიდან მართავს, სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია.
ამასთან, პარლამენტში უკვე ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა დეოლიგარქიზაციის საკითხზე. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციონერ კოლეგებს ოლიგარქების წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავების გეგმა გააცნეს – უკრაინული კანონის ანალოგიით.
საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მიმართ გადაწყდა მოცდა, ვიდრე ქვეყანა არ შეასრულებს ევროკომისიის დასკვნაში წარმოდგენილ პირობებს.
საუბარია 12 პუნქტზე, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სხვ.