https://sputnik-georgia.com/20220721/volski-saqartvelos-schirdeba-saqmiani-da-ara-quchis-politika-268733629.html
თალაკვაძე: საქართველოს სჭირდება საქმიანი და არა ქუჩის პოლიტიკა
თალაკვაძე: საქართველოს სჭირდება საქმიანი და არა ქუჩის პოლიტიკა
Sputnik საქართველო
ოპოზიცია სექტემბრიდან მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს. 21.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-21T12:50+0400
2022-07-21T12:50+0400
2022-07-22T11:36+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715024_0:316:3079:2048_1920x0_80_0_0_42895885d93e0b9159d23d74b589282f.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ქუჩის აქციები უარყოფით ზეგავლენას იქონიებს არა მარტო პოლიტიკურ გარემოზე, არამედ მთლიანად საქართველოზე, ასეთია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მოსაზრება.ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას გეგმაზომიერი სტრატეგია აქვს – სექტემბრიდან მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყოს და არ დაემორჩილოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მისი თქმით, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.ოპოზიციის გეგმებს უზნეო უწოდა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.„სექტემბერში უნდა განახლდეს გამოსვლები, მიტინგები და საზოგადოებას, რომელიც უკვე ისედაც დაიღალა პრობლემებით, ისევ უნდა შესთავაზონ ანტისახელისუფლებო დღის წესრიგი. ვფიქრობ, ეს უზნეობაა. ამასთან, ეს პოლიტიკურად მავნებელია და, რაც მთავარია, ეს მავნებელია ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.პუნქტებს შორის არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715024_240:289:2582:2046_1920x0_80_0_0_fa18fdc0ee48b64a4cf559fa2d287467.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თალაკვაძე: საქართველოს სჭირდება საქმიანი და არა ქუჩის პოლიტიკა
12:50 21.07.2022 (განახლებულია: 11:36 22.07.2022) ოპოზიცია სექტემბრიდან მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ქუჩის აქციები უარყოფით ზეგავლენას იქონიებს არა მარტო პოლიტიკურ გარემოზე, არამედ მთლიანად საქართველოზე, ასეთია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მოსაზრება.
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას გეგმაზომიერი სტრატეგია აქვს – სექტემბრიდან მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყოს და არ დაემორჩილოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მისი თქმით, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
„საქართველოს სჭირდება საქმიანი, მშვიდი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა და არა ქუჩის, რადიკალიზაციის, დაყოფის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ გარკვეული რადიკალური პარტიების მხრიდან“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციის გეგმებს უზნეო უწოდა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„სექტემბერში უნდა განახლდეს გამოსვლები, მიტინგები და საზოგადოებას, რომელიც უკვე ისედაც დაიღალა პრობლემებით, ისევ უნდა შესთავაზონ ანტისახელისუფლებო დღის წესრიგი. ვფიქრობ, ეს უზნეობაა. ამასთან, ეს პოლიტიკურად მავნებელია და, რაც მთავარია, ეს მავნებელია ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
პუნქტებს შორის არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.