https://sputnik-georgia.com/20220721/gogasvilis-saidumlo-masalebi-prokuraturasia-ra-informaciam-gajona-susidan-268753195.html
გოგაშვილის საიდუმლო მასალები პროკურატურაშია - რა ინფორმაციამ გაჟონა სუსიდან
გოგაშვილის საიდუმლო მასალები პროკურატურაშია - რა ინფორმაციამ გაჟონა სუსიდან
Sputnik საქართველო
კალაძემ, რომელიც 2021 წელს მეორედ გახდა თბილისის მერი, ამ კვლევას სისულელე უწოდა.
2022-07-21T22:24+0400
2022-07-21T22:24+0400
2022-07-21T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_469e5531402cc306cc1b66fe9c33b421.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს კვლევა იმ მასალების მიხედვით, რომლებიც მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა ფარულად მიაწოდა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.თავად გოგაშვილი 16 ივლისიდან პატიმრობაში იმყოფება. წინა დღეს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევას, ის ეფუძნება, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას.კვლევის ავტორების მტკიცებით, ამ უწყებების მეშვეობით, სავარაუდოდ, გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ მომავალში მათზე ზეწოლის მოხდენის მიზნით.კვლევის მიხედვით, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა. საუბარია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებაზე, სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებაზე, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებაზე და ა.შ.სუსმა სოსო გოგაშვილის ბრალდებები უარყო >>არასამთავრობო ორგანიზაციები მოპოვებულ საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ყველა ამ პროცესში, მმართველი პარტიის გარდა, ჩართული იყვნენ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.კვლევა ჩაატარეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED).„ეს არის ჩვეულებრივი დიდი სისულელე“, – განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო >>„არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ეს არის ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის რეალობა, დამტკიცებული ფაქტებია, რომ ISFED-მა პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შედეგად მისი ხელმძღვანელი გადადგა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.მისი თქმით, ეს იყო ოპოზიციის „რევოლუციური გზის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი“. ამით ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა.კალაძის თქმით, ამის მიუხედავად, თბილისელებმა მერის პოსტზე მის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. 2021 წელს კალაძე დედაქალაქის მერად მეორე ვადით აირჩიეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_128:0:896:576_1920x0_80_0_0_78f6c6381b67f46f9bc2b37d635981c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გოგაშვილი საიდუმლო მასალები პროკურატურა ინფორმაცია გაჟონვა სუსი
გოგაშვილი საიდუმლო მასალები პროკურატურა ინფორმაცია გაჟონვა სუსი
გოგაშვილის საიდუმლო მასალები პროკურატურაშია - რა ინფორმაციამ გაჟონა სუსიდან
22:24 21.07.2022 (განახლებულია: 22:50 21.07.2022) კალაძემ, რომელიც 2021 წელს მეორედ გახდა თბილისის მერი, ამ კვლევას სისულელე უწოდა.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს კვლევა იმ მასალების მიხედვით, რომლებიც მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა ფარულად მიაწოდა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.
თავად გოგაშვილი 16 ივლისიდან პატიმრობაში იმყოფება. წინა დღეს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევას, ის ეფუძნება, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას.
„კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ავტორების მტკიცებით, ამ უწყებების მეშვეობით, სავარაუდოდ, გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ მომავალში მათზე ზეწოლის მოხდენის მიზნით.
კვლევის მიხედვით, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა. საუბარია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებაზე, სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებაზე, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებაზე და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოპოვებულ საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ყველა ამ პროცესში, მმართველი პარტიის გარდა, ჩართული იყვნენ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
კვლევა ჩაატარეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED).
„ეს არის ჩვეულებრივი დიდი სისულელე“, – განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ეს არის ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის რეალობა, დამტკიცებული ფაქტებია, რომ ISFED-მა პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შედეგად მისი ხელმძღვანელი გადადგა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
მისი თქმით, ეს იყო ოპოზიციის „რევოლუციური გზის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი“. ამით ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა.
კალაძის თქმით, ამის მიუხედავად, თბილისელებმა მერის პოსტზე მის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. 2021 წელს კალაძე დედაქალაქის მერად მეორე ვადით აირჩიეს.