„ჭორები“ - აშშ-ის ელჩმა ყაველაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

CC0 / Public Domain / კელი დეგნანი
კელი დეგნანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს რაღაც მოთხოვნები წაუყენა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის ვარაუდს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ის მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მისგან „რაღაც მოითხოვა“, ჭორები უწოდა.
ყაველაშვილი ვარაუდობს, რომ წაყენებული მოთხოვნების ფონზე ივანიშვილს შეიძლება აშანტაჟებდნენ. ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან უკვე წავიდა და არაფერში ერევა. სხვა მოსაზრება აქვს ოპოზიციას, ასევე ევროპარლამენტის დიდ ნაწილს, რომლებმაც 9 ივნისს ხმა მისცეს საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას.
„მე ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, რადგან არ ვიცი, რა თქვა მან“, – განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.
დეგნანის გარდა ყაველაშვილმა ივანიშვილსაც მიმართა – რომ მან დაარღვიოს დუმილი და კომენტარი გააკეთოს მის მიმართ ბრალდებებზე.
მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, მათ შორის, წერია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე. დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი საქართველოში ერთადერთი ოლიგარქია, რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში.
მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ფეიკების მსხვერპლი გახდა, და რომ ივანიშვილი ხელისუფლების მუშაობაში არ ერევა. რაც შეეხება სანქციებს, ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ქვეყნის სანქციებს არ აწესებენ, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს დააზარალებს.
ოპოზიციონერი დეპუტატები აშშ-ის ელჩს გამოესარჩლნენ>>
უფრო ადრე ყაველაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩი არ განუდგა დიპლომატიური მისიის ყოფილი ხელმძღვანელის უილიამ კორტნის განცხადებას, რომელმაც ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ თავად დეგნანი ადრე ივანიშვილს ფილანტროპს უწოდებდა.
ყაველაშვილის დეგნანისადმი ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკელ დიპლომატს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია უკრაინის ხელისუფლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს პირდაპირ მოუწოდებდნენ ომში ჩართვისკენ.
მისი თქმით, დეგნანს კომენტარი არ გაუკეთებია არც ქართველი „პროამერიკელი“ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ომის რიტორიკაზე. ელჩი არ განერიდა ასევე აშშ-დან დაფინანსებული ადამიანების განცხადებას, რომლებიც უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
კელი დეგნანმა მოსამართლის სკანდალურ განცხადებას უპასუხა>>
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა მიმდინარე მოვლენები შეიძლება აღიქვას, როგორც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა ამერიკის მხრიდან. და ამ ყველაფერს არსებითი ზიანის მიყენება შეუძლია აშშ-ის იმიჯისთვის საქართველოში, თუ ელჩი არსებულ საკითხებზე მკაფიო პასუხებს არ გასცემს.
ყაველაშვილმა მმართველი პარტიის რიგები ცოტა ხნის წინ დატოვა, რათა, როგორც თავად განმარტა, თავისუფლად ილაპარაკოს მიმდინარე მოვლენებზე.
ყველა ახალი ამბავი
0